2021 წლის პირველი სექტემბრიდან სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, როლის მიზანიც მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები - აღნიშნული ინფორმაცია "აწარმოე საქართველოში" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე - მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.
საკითხზე დამატებითი შეკითხვებისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ:
- სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:
- პროგრამაში ჩართულია "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკი, რომელთანაც გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;
- დღევანდელი მდგომარეობით, სააგენტოს მხრიდან დადასტურებულია 4,359 ოჯახის განაცხადი. ბანკის წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13.59%-ს.
- აღნიშნულ საკითხს კომერციული ბანკი ადგენს;
- ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თუმცა ამ ეტაპზე, აღნიშნულ დადგენილებაში რაიმე ტიპის ცვლილება დადგენილი არ არის.
- პროგრამა ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნომრებზე: 1403; 2 99 11 11; 2 99 11 05
თამარ იაკობაშვილი