ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია ქართველი მოდელების "ოქროს ხანის" წარმომადგენელია. თაკო ჩხეიძესთან, ლალი ტოტიკაშვილთან და სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად დაიწყო საქმიანობა და დღესაც ულამაზესი და ბევრი მხრივ სამაგალითოა გოგონებისთვის.
ლიკამ ოჯახი ადრე შექმნა, თუმცა საკმაოდ მყარი გამოდგა მისი ქორწინება - ის და ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელია ბევრი წელია ერთად ცხოვრობენ და სამი შვილი გაზარდეს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა. წყვილს უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ბებია-ბაბუაც გახდნენ.
ლიკა კვარაცხელიას ასევე მოდელი ქალიშვილი მშვენიერი ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს.
2017 წელს ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.
ცნობისათვის, ლიკა ცნობილი მოდელისა და წამყვანის, ანა კოშაძის მულია. რძალ-მულს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, წლებია.