როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, რომ შედეგი რაც შეიძლება სწრაფი და უტყუარი იყოს - მშობლები

როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, რომ შედეგი რაც შეიძლება სწრაფი და უტყუარი იყოს

2023-02-14 11:51:43+04:00

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტია. ნანატრი პატარას მოლოდინი ან პირიქით, არასასურველი ორსულობა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც რაც შეიძლება მალე და უტყუარად უნდა დადგინდეს. სახლის პირობებში ეს ორსულობის ტესტის მეშვეობითაა შესაძლებელი.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როდის და როგორ გააკეთოთ ორსულობის ტესტი, რათა შედეგი უტყუარი იყოს.

როდის ჩავატაროთ ორსულობის ტესტი?

ორსულობის ტესტი იშვიათად, მაგრამ მაინც ცდება. მცდარი დადებითი პასუხის მიზეზი დაავადება ან ჰორმონალური პრეპარატების მიღება შეიძლება გახდეს. ტესტი ცდება მაშინაც, როცა მას ძალიან ადრეულ ვადაზე იტარებთ. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში ის უარყოფით პასუხს აჩვენებს.

რა არის გამოსავალი? სპეციალისტების რჩევით, მაქსიმალური სიზუსტისთვის აუცილებელია ორსულობის ტესტი სწორ დროს, ანუ, მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაიკეთოთ.

როგორ გავაკეთოთ ტესტი სწორად?

ყურადღებით გაეცანით ტესტის ინსტრუქციას და მიჰყევით მას ნაბიჯ-ნაბიჯ და ზუსტად;შეარჩიეთ ,,სწორი” დრო ტესტის გასაკეთებლად (იხ. ზემოთ);უმჯობესია ტესტი ჩაიტაროთ დილით, გაღვიძებისთანავე შეგროვებული შარდის ნიმუშით, შარდი ამ დროს შეიცავს აქგ-ს უფრო მაღალ კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტესტის სიზუსტის ალბათობას (თუმცა ტესტის გაკეთება დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც);შარდის ასაღებად გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა და მშრალი კონტეინერი.ორსულობის ტესტის ვერტიკალურად ჩადეთ შარდში განსაზღვრულ ნიშნულამდე. გააჩერეთ 10-15 წამი

განაგრძეთ კითხვა