14 თებერვალს ბევრი ადამიანი მსოფლიოში სიყვარულის დღეს აღნიშნავს. დღეს საინტერესო ტესტი მოგიმზადეთ, რომელიც სიყვარულის შესახებ სხვადასხვა ავტორის გამონათქვამსა და ნაწარმოებს აერთიანებს. თუ 10 შეკითხვიდან ნახევარზე მეტს სწორად უპასუხებთ, ესე იგი, კარგი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. ვის ეკუთვნის ფრაზა: "დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო… ასე რომ არა, დაიქცეოდა..."
2. დაასრულეთ აფორიზმი: "სიყვარული აგვამაღლებს, ვით ..., ამას ჟღერენ".
3. ვის ეკუთვნის სიტყვები: "ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა..."
4. ვინ არის ფრაზის ავტორი: "სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ, ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ, გასაგები გახდეს ვინმესთვის."
5. ერიხ მარია რემარკის რომელ ნაწარმოებში ვხვდებით ციტატას: "ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.”
6. ვის ეკუთვნის სიტყვები: " უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ."
7. კონსტანტინე გამსახურდიას რომელი ნაწარმოებიდან არის ციტატა: "ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც."
8. ვის ეკუთვნის ეს სტრიქონები: "გაზაფხული შემოსულა, ლენ, რია-რია გაუმართავთ ჩიტებს... მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს, თეთრი ტილო მომიქარგე შენ!"?
9. ვინ არის "უცნობი ქალის წერილის" ავტორი?
10. ვის ეკუთვნის სიტყვები:
"როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!"
1. გურამ დოჩანაშვილს
2. ეჟვანნი
3. შექსპირს
4. ოთარ ჭილაძე
5. "ტრიუმფალური თაღი"
6. გალაკტიონ ტაბიძეს
7. დიდოსტატის მარჯვენა
8. მურმან ლებანიძეს
9. შტეფან ცვაიგი
10. ნიკოლოზ ბარათაშვილს