შაკირა შურისძიებას აგრძელებს - ახალ კლიპში ყოფილ ქმარს და მის საცოლეს მოკვლით "ემუქრება" - მშობლები

შაკირა შურისძიებას აგრძელებს - ახალ კლიპში ყოფილ ქმარს და მის საცოლეს მოკვლით "ემუქრება"

2023-02-16 13:44:32+04:00

როგორც ჩანს, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა ყოფილ ქმარს ვერა და ვერ ივიწყებს, ან იმდენად გაბრაზებულია, ვერ ნელდება, ან კიდევ, მიხვდა, რომ მისი შურისძიების ჟესტები კარგად "იყიდება", ფაქტია, თემას არ აცხრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჟერარ პიკეს კლიპი მიუძღვნა და სიმღერაში არაერთხელ გალანძღა, მერე კი იმ სიმღერას მთელ ხმაზე აჟღერებდა სახლში, რომელიც ყოფილი დედამთილის გვერდით აქვს და მას ასმენინებდა. ესეც არ იკმარა, აივანზე საშიში ჯადოქრის თოჯინა დადგა ყოფილი დედამთილის აივნისკენ მიმართული - ვერ აპატია პიკეს დედას, რომ მან შვილის ახალი შეყვარებული მიიღო ოჯახში. ახლა კი 46 წლის მომღერალმა იატაკის ჯოხითა და ჩვრით ხელში გადაიღო ვიდეო და ტექსტში ისევ ყოფილ ქმარსა და მის ახალ მიჯნურს მიმართა. "მოვკლავ ჩემს ყოფილს, მერე რა, რომ ეს სულაც არ არის საუკეთესო იდეა, მერე კი მის გოგონას - როგორ მივედი აქამდე? იქნებ მოვკლა ყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მიყვარს, მაგრამ ჯობს ციხეში ჩავჯდე, ვიდრე მარტოხელა ვიყო..." - ისმის შაკირას სიტყვები კომპიზიციაში, რომელიც უკვე ჰიტად იქცა.

4670df2b-888d886300c5b8ea99c033586f9104d5-1676542712.jpg

ამასობაში კი გავრცელდა ხმები, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკეს 23 წლის მიჯნური კლარა ჩია მარტო ორსულად არის.

7d3850164143fdbb9003c3500adf519b-1676542729.jpeg

15623-1661919637-nadira-post-material-1676541839.jpeg

ცნობისათვის, პიკე და შაკირა 12 წელი იყვნენ ერთად და ორი საერთო ვაჟი ჰყავთ - საშა და მილანი.

შაკირას შურისძიება - ყოფილი დედამთილის სახლის მოპირდაპირე აივანზე ჯადოქრის ფიტული დადგა და თავის ახალ სიმღერასაც დაუსრულებლად ასმენინებს