„ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო!“ - გელა დაიაურის წერილი შვილს... - მშობლები

„ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო!“ - გელა დაიაურის წერილი შვილს...

2014-07-08 05:22:50+04:00

აქედან გილოცავ, სულგამწარებული და ტკივილიანი... 4 წელი გავიდა მას მერე, რაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა ორი ხელოვანი, შემოქმედი და პატრიოტი ადამიანის ოჯახში - გელა დაიაურისა და თეონა ქუმსიაშვილის. უბედურ შემთხვევას დაიაურის საყვარელი ცოლი და მისი ორი ვაჟი ემსხვერპლნენ... გუშინ მისი უფროსი ვაჟი 6 წლის გახდებოდა. მამამ პატარა წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო, 6 წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად: მამიკო! როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე, როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ.

მაპატიე, მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი...

დედა არ გააბრაზოთ მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში".

mshoblebi

თეოს: "თეო, დავდივარ და ვეძებ იმას, რაც დავკარგე. ვეძებ ყველგან, ყველაში და ყველაფერში. ვეძებ იმედს, რწმენას, სასოებას, სიყვარულს, ბენიერებას. ვეძებ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ. განა უცხოს და არარსებულს ვეძებ? არა, შენ გეძებ და ვეღარ გპოულობ. არა და როგორ მჭირდები და როგორ მაკლიხარ. ვეღარაფერს გეუბნები, სულ გესაუბრები, უბრალოდ გილოცავ დაბადების დღეს და შენ ხო იცი, როგორ მიყვარხარ".

mshoblebi

ამ თემაზე იხილეთ სტატია