ჰოლივუდელი მსახიობის, გოლდი ჰოუნის მარადიული ახალგაზრდობითა და სილამაზით ყველა აღფრთოვანებული იყო. ახლა მისი გარეგნობა თაყვანისმცემლების გაკვირვებას იწვევს. ბევრი ვერ იჯერებს, რომ მათი სათაყვანებელი მსახიობი ასე შეიცვალა.
გოლდი ჰოუნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ვარსკვლავი იყო. იგი ცნობილი გახდა ფილმში "ბორტს მიღმა ადამიანია" შესრულებული როლით, სადაც მას პარტნიორობას კურტ რასელი უწევდა.
წყვილი 1983 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაშია, თუმცა რატომღაც ოფიციალურ დაქორწინებაზე უარს ამბობენ.
გოლდი ჰოუნმა არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა და მოახერხა, ეპოვა მამაკაცი, რომელთანაც თითქმის 40 წელია ბედნიერად ცხოვრობს. ის სამი შვილის დედაა - ოლივერ და ქეით ჰადსონების და უაიტ რასელის.
ჰოუნი ყოველთვის სილამაზისა და მარადიული ახალგაზრდობის ეტალონი იყო. მისი იშვიათი გამოჩენა საზოგადოებაში აღფრთოვანებულს ტოვებდა გულშემატკივრებს. უამრავი გოგონა ცდილობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რომლის შესახებაც გოლდი ჟურნალების ფურცლებიდან მოუწოდებდათ.
გოლდი ყოველთვის ემხრობოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მხარს უჭერდა ბუნებრივ სილამაზეს. მაგალითად, მას ცხოვრებაში არასდროს შეუღებია თმა, იყენებს მხოლოდ კრემებს და განსაკუთრებით უყვარს ხალხური რეცეპტები: ლიმონი და ქოქოსის ზეთი მისი მთავარი დამხმარეა. მსახიობის თქმით, ის კოსმეტოლოგებთანაც კი არ დადის - მაგრამ ყოველდღიურად იკეთებს სახის მასაჟს.
მსახიობი თავის ბლოგზე ხშირად აქვეყნებს მარტივ ვარჯიშებს, მათ შორის იოგას ელემენტებს, ბატუტზე ხტომას და ჰანტელებით შესასრულებელ მოძრაობებს. ის არ მალავს სილამაზის მთავარ საიდუმლოს - პოზიტიურ განწყობას და მადლიერებას საკუთარი თავის მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული ძალისხმევისა და წარმატებებისთვის.
თუმცა, ვარსკვლავის ბოლო გამოჩენამ შოკში ჩააგდო ინტერნეტმომხმარებელი. 77 წლის მსახიობი ძალიან შეიცვალა. როგორც ჩანს, მობეზრდა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების წინააღმდეგ ცარიელი ხელებით ბრძოლა და გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგებისთვის მიემართა. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამან მხოლოდ უარესობა მოიტანა - შეშუპება, სახის შეცვლილი ოვალი და უცნაური მიმიკა. მისი ტუჩების ფორმას ახლა იხვისებურს უწოდებენ.
ჰოლივუდის ლამაზმანს დღეს სახეზე ვეღარ იცნობთ, თუმცა ჰოუნის სტილი ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზეა. ვარსკვლავი ელეგანტურად იცვამს არა მხოლოდ სოციალური ღონისძიებებისთვის, არამედ ქალაქში გასეირნებისთვისაც.