სინდი კროუფორდი 60 წლისაა - ბავშვობაში განცდილი ტრაგედია, მამის სიყვარულისთვის ბრძოლა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სუპერმოდელის მთავარი "კოზირი" - მშობლები

სინდი კროუფორდი 60 წლისაა - ბავშვობაში განცდილი ტრაგედია, მამის სიყვარულისთვის ბრძოლა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სუპერმოდელის მთავარი "კოზირი"

2026-02-24 02:43:34+04:00

სინდი კროუფორდი მსოფლიოში მილიონობით გოგონასათვის შთაგონების წყაროდ გადაიქცა. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელი დღემდე საკმაოდ პოპულარული ქალია. 20 თებერვალს ის 60 წლის გახდა.

492eb8e17ae2-cindy-crawford-1771933901.jpg.webp

მისი ცხოვრება უამრავი წარმატებული დღით, აღიარებითა და მიღწევითაა სავსე, თუმცა იყო ბევრი მარცხი და იმედგაცრუებაც.

1-1676882810.jpeg

კროუფორდთან უამრავი გავლენიანი ბრენდი და მოდის სახლი თანამშრომლობდა და ყურადღება არასოდეს აკლდა. თუმცა, თავდაპირველად, ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც ელექტრიკოსისა და მედდის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს ნანატრი ვაჟი შეეძინათ გოგონების შემდეგ, თუმცა ბავშვს ლეიკემია აღმოაჩნდა. მაშინ სინდი 8 წლის იყო და დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში საავადმყოფოში, ძმასთან უწევდა სიარული. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს... როგორც ცნობილია, სინდის მამამ განსაცდელს ვერ გაუძლო და ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი მიატოვა.

cindy-crawford-1-1676883485.jpg

"პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ამ ტრაგედიაში არავინ იყო დამნაშავე. მეჩვენებოდა, რომ თუ კარგად მოვიქცეოდი, მშობლებს დავეხმარებოდი, ყველა კარგად იქნებოდა... ამიტომაც, ადრეული ასაკიდანვე ძიძად ვმუშაობდი, ვყიდდი ჰამბურგერებს, გაზეთებს დავატარებდი - ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მამას ისევ შევყვარებოდით", - თქვა სინდი კროუფორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ასე საკუთარ თავს ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა წაართვა და ამას მთელი ცხოვრება ნანობს.

2-1676882821.jpeg

როგორც ცნობილია, სინდი კროუფორდს მამა განსაკუთრებით უყვარდა და საკუთარ გვარს დიდ პატივს სცემდა. ამიტომ, ქორწინებაში გვარი არასოდეს შეუცვლია. ძმის ხსოვნის პატივსაცემად კი სუპერმოდელი დღემდე საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში რიცხავს...

როდესაც სინდი უნივერსიტეტში სწავლობდა, კიდევ ერთხელ დადგა არჩევანის წინაშე. ქიმიის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო და სწავლა დაესრულებინა, ან ნიუ-იორკში წასულიყო და იქ მოდელის კარიერა აეწყო. კროუფორდმა ნიუ-იორკი აირჩია. ეს გადაწყვეტილება მისთვის რთული აღმოჩნდა, რადგანაც გოგონამ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და თანხის გადახდისთვის ძალიან ბევრი იშრომა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. კარიერის დასაწყისშივე იგი Revlon-ის სახე გახდა.

3-1676882835.jpeg

8-წლიანი კარიერის განმავლობაში სინდი 600 ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. მათ შორის იყო ყველაზე გავლენიანი ჟურნალები: Vogue, People, Harper's Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure... ასევე, თანამშრომლობდა ისეთი მოდის სახლებთან - Versace, Escada და სხვა.

1995 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელად დასახელდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, სინდის სულ აწუხებდა და ნანობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ თავგადასავლების ყოველთვის ეშინოდა და არც ღამის კლუბებში, ხმაურიან ცხოვრებას იყო მიჩვეული.

4-1676882845.jpeg

ტუჩთან ხალი სინდი კროუფორდის გარეგნობისა და იმიჯის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, საკუთარმა აგენტმა შესთავაზა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა და სახიდან მოეშორებინა. იგი ამას არ დასთანხმდა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.

"მას შემდეგ, რაც ჩემი ფოტო ამერიკული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ამაზე აღარ ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, თუ Vogue ამას ნორმად თვლიდა, მაშინ არც სხვას ექნებოდა შენიშვნა. განა, ბედის ორიანია არ არის, რომ ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ჩემს მთავარ კოზირად გადაიქცა?" - თქვა სინდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

5-1676882857.jpeg

sinndii-1676902406.jpg

1-598-1140x800-1676883583.jpg

იმის მიუხედავად, რომ 1990-იანი წლების შუა ხანებში კროუფორდი სუპერმოდელების "ოქროს ხუთეულში" შევიდა და პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაში მოხვდა, არასოდეს ცდილობდა, მილიარდერი პარტნიორები ჰყოლოდა, ნარკოტიკები და ალკოჰოლი მიეღო და ხმაურიანი ცხოვრებით ეცხოვრა.

სინდი კროუფორდის პირველი მეუღლე რიჩარდ გირი იყო, რომელთან ერთადაც 4 წელი იცხოვრა. შემდეგ კი რენდი გერბერს შეხვდა, რომელთან ურთიერთობაც თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო. თუმცა, 1997 წელს ისინი დაქორწინდნენ და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობენ.

7-1676882874.jpeg
სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი

წყვილს ორი შვილი ჰყავს და ორივე დედის კვალს გაჰყვა. ვაჟი, პრისლი გერბერი რამდენიმე ცნობილ ბრენდთან და სარეკლამო კომპანიასთან თანამშრომლობს. კაია გერბერი კი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მოდელია. ახლა სინდი კაიას მენეჯერია და კარიერის აწყობაში ეხმარება.

kaia-rande-preston-gerber-cindy-crawford-instagram-080524-2c215b030edf4052be0aa5fe5be04f72-1771933901.jpg

8-1676882924.jpeg
კაია გერბერი

0-omega-san-francisco-grand-opening-vip-celebration-1676883636.jpg

"შიშველ ფოტოსესიაში არაერთხელ მივიღე მონაწილეობა და ძალიან ვნანობ, რომ სხვებს დავუჯერე. მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში სექსუალური შევიწროების მაგალითები არ ყოფილა, მაგრამ ჩემს შვილზე ვღელავ. მან მოდის ინდუსტრია აირჩია, თუმცა მე მას ყველაფერში მხარს დავუჭერ." - ამბობს სინდი კროუფორდი.

cindy-kaia-1771933901.webpf8152cbae140-cindy-crawford-daughter-lookalike-1771933901.jpg.webp612167771-1343545537801753-3374485386539187728-n-1771933901.jpg615213377-1343545594468414-658456823987778792-n-1771933901.jpg

სინდი კროუფორდის ქალიშვილი ადრეული ასაკიდან პოდიუმზე მუშაობამ ფსიქიკურ პრობლემებამდე მიიყვანა - ახლაც დავდივარ სეანსებზე...
სამი თაობის ლამაზმანები - სინდი კროუფორდი დედასა და ქალიშვილთან ერთად (ფოტოები)