მარტა ბარამიძეს უამრავი ადამიანი იცნობს "მასტერშეფიდან" და ასევე სერიალ "ჩცდ"-ში შესრულებული როლიდან. ია ფარულავასთან გადაცემა "ფარულ კონვერტში" მარტამ ისაუბრა მძიმე ბავშვობაზე, იმაზე, რომ ბილოგიურმა დედამ 3500 მანეთად გაყიდა, როგორ უვლიდა 11 წლისა გამზრდელი დედის ავადმყოფ მოხუც მშობლებს, როგორ ძალადობდა მასზე გამზრდელის მეორე ქმარი და ასევე ბევრ სხვა მძიმე მომენტზე მის ცხოვრებაში.
ამავე გადაცემაში გააკეთა მარტამ აღიარება, როგორ სცადეს მასზე სექსუალური ძალადობა 16 წლის ასაკში და მოძალადის სახელიც გაამხილა - პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე...
თუმცა მარტამ ყველაფერი გადალახა, ყველა სირთულე უკან მოიტოვა და დღეს წარმატებული ადამიანია.