"როგორ გაუძლებენ ბავშვები ამას" - პინკი 11 წლის ქალიშვილს მუშაობას აწყებინებს, 6 წლის ვაჟი კი ხანგრძლივ ტურნეში მიჰყავს - მშობლები

"როგორ გაუძლებენ ბავშვები ამას" - პინკი 11 წლის ქალიშვილს მუშაობას აწყებინებს, 6 წლის ვაჟი კი ხანგრძლივ ტურნეში მიჰყავს

2023-02-23 12:28:38+04:00

43 წლის მომღერალმა პინკმა გადაწყვიტა ბავშვები ადრეული ასაკიდან მიაჩვიოს შრომას. მან ახლახან ერთ-ერთ ტელეშოუში განაცხადა, რომ მზადაა 11 წლის ქალიშვილი უილოუ სამსახურში მოაწყოს. მომღერალი ქალიშვილს თავად დაასაქმებს და ხანგრძლივ გასტროლებზეც ატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გასამრჯელოს ფასად.

მომღერალი ტელეეთერში ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და თავისი მეცხრე მუსიკალური ალბომის წარადგინა. ახალი ალბომით პინკი აშშ-ს ტურნეს გეგმავს და თან მიჰყავს არა მარტო 11 წლის ქალიშვილი, არამედ 6 წლის ვაჟი ჯეიმსონიც. ძნელი წარმოსადგენია, როგორ გაუძლებენ ბავშვები ასეთ მოგზაურობას, მაგრამ პინკს ქალიშვილისთვის სამსახური მზად აქვს.

pinkii-1677141413.jpg

11 წლის უილოუს მომღერალმა მინიმალური ხელფასი დაუწესა. როგორც დედა ამბობს, გოგონას საერთოდ არ ეხერხება მოლაპარაკებები და ვაჭრობა.

შეერთებულ შტატებში მინიმალურ ხელფასს რომ გადააჭარბოს, მომღერალმა თითო შოუზე გოგონას 22,5 დოლარი დაუნიშნა „მეუბნება, მხოლოდ 20 დოლარს ავიღებ, უფრო ადვილად დავთვლიო. მე ვუთხარი: ”ასეთი მოლაპარაკება არ შეიძლება. მოითხოვე 25 დოლარი, ასეც კარგად დათვლი და მათემატიკაშიც ივარჯიშებმეთქი“.

პინკს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სამუშაოს შეასრულებს გოგონა, თუმცა, შესაძლოა, მისი ქალიშვილი სცენაზე მასთან ერთად გამოვიდეს. გოგონას კარგი ხმა აქვს და მღერის. სოციალურ ქსელებში მომღერალი პერიოდულად აზიარებს ვიდეოებს, სადაც შეგიძლიათ უილოუს ნიჭიერებაში დარწმუნდეთ. გასული წლის დეკემბერში გოგონას პირველი სოლო კონცერტი ჰქონდა და პინკის ბევრმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ახალი სუპერვარსკვლავი იზრდება.