"გოგონების გონება უფრო სწრაფად ვითარდება" - ეს უკვე მეცნიერებმა დაადასტურეს - მშობლები

"გოგონების გონება უფრო სწრაფად ვითარდება" - ეს უკვე მეცნიერებმა დაადასტურეს

2023-02-24 10:08:42+04:00

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ გოგონები ბიჭებზე უფრო ადრე ყალიბდებიან. აღმოჩნდა, რომ ეს მითი არ არის და ეს მოსაზრება უკვე კვლევებითაც დადასტურდა. ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა ჩაატარეს გლობალური კვლევა 9-10 წლის ასაკის 8,9 ათას ბავშვზე, როგორც გოგონებზე, ასევე ბიჭებზე. კვლევას ხელმძღვანელობდა ნორა ვოლკოვი, ბეთესდას ნარკომანიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი.

მშობლების ნებართვით, მეცნიერები რეგულარულად ატარებდნენ ბავშვების ტვინის MRI-ს სკანირებას, რათა თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ იცვლებოდა თეთრი და რუხი ნივთიერების სტრუქტურა ასაკის მატებასთან ერთად.

აღმოჩნდა, რომ გოგონებს ტვინის პასიურ რეჟიმში მუშაობისას ნეირონებს შორის კავშირების უფრო მაღალი სიმკვრივე აქვთ. აღმოჩნდა ასევე თეთრი ნივთიერების გაზრდილი სიმკვრივეც. ტვინის ეს ნაწილები აქტიურია, როდესაც ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაშია. ნეირომეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გოგონების ტვინი საშუალოდ უფრო სწრაფად მწიფდება, ვიდრე ბიჭების. ასევე შეინიშნებოდა პირდაპირი კავშირი ტვინის განვითარების მომდევნო საფეხურსა და ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის.

ეს კვლევა ასევე გასაგებს ხდის, თუ რატომ სწავლობენ გოგოები და ბიჭები სკოლაში განსხვავებულად და რატომ აქვთ გოგონებს უფრო მაღალი ნიშნები, ვიდრე ბიჭებს.

სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს... - რას ამბობენ გოგონები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს მათემატიკის გამოცდაში
7 მიზეზი, რატომ იწყებენ ბიჭები გოგონებზე გვიან ლაპარაკს
ინტელექტით ბიჭი დედას ემსგავსება, გოგონა კი - მამას - რა გენეტიკური თვისებები გადაეცემათ ბავშვებს დედისა და მამისგან