ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურაბ ლეჟავა გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად ნინო სუხიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ის ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა. ზურაბ ლეჟავა წყნეთიდან თბილისისკენ მოდიოდა სქროლით და კლდეზე გადავარდა. მძიმედ დაშავებულ ბიზნესმენს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა როგორც ჩანს, ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო.