როგორც ცნობილია, ნუცა ბუზალაძე "ამერიკული ვარსკვლავის" კასტინგზე მოხვდა და თავისი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით, შეარჩიეს კიდეც. გუშინ გავიდა გადაცემა ეთერში და ვნახეთ ნუცას შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო მუსიკის ცნობილი სახეების წინაშე. ჟიური ნუცამ მოხიბლული დატოვა და "ქართველი ჯეი-ლოც" კი უწოდეს. წარმატებებს ვუსურვებთ ნუცას შემდგომ ეტაპებზეც და საბოლოო გამარჯვებას.