სიმართლე სულგუნის შესახებ და რამდენიმე წესი, თუ როგორ უნდა შეინახოთ ყველი - მშობლები

სიმართლე სულგუნის შესახებ და რამდენიმე წესი, თუ როგორ უნდა შეინახოთ ყველი

2015-01-28 05:41:14+04:00

ყველი მაცივარში დიდხანს ვერ ძლებს სულგუნს პრაქტიკულად არც ერთი პათოლოგიის დროს არ ზღუდავენ. ის ცილების უნივერსალური წყაროა. შეიცავს დეფიციტურ ნივთიერებებს - ტრიფტოფანის, ლიზინისა და მეთიონინის მჟავებს. სულგუნი და, საზოგადოდ, რძიანი ყველი მდიდარია ფოსფატიდებით, უმთავრესად - ლეციტინით. ეს უკანასკნელი მთავარ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში. სულგუნში, გარდა შეუცვლელი ამინომჟავებისა, დიდი რაოდენობით არის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის საჭირო ვიტამინები.

ყველის დიდხანს სიცივეში შენახვა რეკომენდებული არ არის - ტენს კარგავს, შრება და ზომაზე მეტად მკვრივდება. მაცივარში ყველი საყინულისგან მოშორებით მოათავსეთ. თუ მაცივარი არ გაქვთ, ყველი (მთელი თავი) მარილწყალში დასველებულ თეთრ ტილოში გაახვიეთ და სხვა პროდუქტებისგან მოშორებით, ცალკე შეინახეთ. ტილო დღე-ღამეში ორჯერ მაინც დაასველეთ.

ყველი თხლად სუფრასთან მიტანამდე ნახევარი საათით ადრე დაჭერით.

გაგრძელება