გადაცემაში "ექიმები" 9 ძირითადი პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც სიმაღლეში ზრდაში გვეხმარება და სასარგებლოა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ სიმაღლეში ზრდას ზოგიერთი ადამიანი 16 წლის ასაკში ასრულებს, ზოგი კი - 25 წლის ასაკში. კარდიოლოგმა ლევან ქარაზანიშვილმა კი განმარტა, რომ სიმაღლეში ზრდა 3 კომპონენტზეა დამოკიდებული. ესენია: ჰორმონალური ბალანსი, ჯანმრთელი ძვლები და საკვები.
ლევან რატიანი: კვერცხი - შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ისე შემწვარი. მის შემადგენლობაშო პროტეინი შედის, რაც თავისთავად კუნთოვანი სისტემის აქტივაციას იწვევს და მას ელასტიურობას ანიჭებს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.
ლევან ქარაზანაშვილი: საქონლის ხორცი - უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი სახეობის ხორცი. მდიდარია E და B ვიტამინებით, თუთიით, განსაკუთრებით კი რკინით. რკინა ჩვენს უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს და მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობისათვის აუცილებელია.
რეზო ომიაძე: ბოსტნეული - ბოსტნეული, განსაკუთრებით ყვითელი ბოსტნეული ზრდა-განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. სტაფილო როგორც უმი სახით, ასევე წვენი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, რომელიც ზრდის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი K ვიტამინის მდიდარი წყარო გახლავთ.
ლევან რატიანი: ნიგოზი - ნიგოზი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა E ვიტამინი, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ასევე, შეიცავს ორგანულ ნაერთებს და დიდი რაოდენობით შედის ფოსფორი, რომელიც ძვლის ოსტეოგენეზში მონაწილეობს.
რეზო ომიაძე: თაფლი - თაფლი მარტივ შაქრებს შეიცავს, რაც ინსულინის დონეზე არ მოქმედებს. ამიტომ, ზრდა-განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა.
ლევან ქარაზანაშვილი: ზღვის პროდუქტები - იდეალურია ზრდის ხელშეწყობისთვის და ერთ-ერთი გამორჩეულად სასარგებლო ამ მხრივ მოლუსკებია. დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს და ზღვის პროდუქტები მაღალი ხარისხის პროტეინების მნიშვნელოვანი წყაროცაა. ასევე, ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზიც, რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს.
ბანანი - კალიუმის ერთ-ერთი დიდი წყაროა და ზრდისთვის სასარგებლო ხილად მიიჩნევა.
ლევან რატიანი: რძე- ყველაზე უნიკალურ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. ის ისეთ ცილოვან შემადგენლობას შეიცავს, რაც ზრდის პროცესს ხელს უწყობს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით E, A ვიტამინებს შეიცავს, რაც მეტაბოლიზმს ხელს უწყობს. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება აუტანლობაც იყოს.
რეზო ომიაძე: შვრია - იგი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს თუთიას, რკინასა და იოდს. შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა, A, B, E, K. ეს ყველაფერი ძვლებისა და კუნთების უჯრედებს აძლიერებს და აჯანსაღებს.