რუსთავი-2-ის დილის გადაცემაში 4 შვილის დედა ხატია სიჭინავას თავისი შვილების ძიძასთამ ერთად მივიდა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეარჩია შვილების აღმზრდელი, რა თვისებები მოსწონს მასში და როგორია მათი თანაცხოვრება.
ხატია ამბობს, რომ 12 წლის წინ გამოჩნდა თამუნა მათთან და პირველივე დღიდან დამყარდა მათ შორის ემოციური კავშირი. "ძირითადად სულ სახლში ვარ და თავადაც ჩართული ვარ, თუმცა დახმარება ოთხ ბავშვთან აუცილებელია. თამუნა ჩემი მარჯვენა ხელია და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მეტად ვენდობი... როცა ბავშვები ავად არიან, სრულიად ვითიშები და მაგ დროს სრული მობილიზაცია აქვს თამუნას, მეც ვმშვიდდები... მეორე შვილი ძალიან რთული გასაზრდელი იყო და იმ პერიოდში თამუნა სულ ჩვენთან გადმოვიდა შვილთან ერთად. თამუნას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მას მერე ჩვენთან ცხოვრობს, დღეს ყველანი ერთად ვართ..."