როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი" - მშობლები

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

2023-03-02 12:06:17+04:00

არველაძეების ოჯახის თითქმის ყველა წევრი წლებია პოპულარულია. ეს ის იშვიათი ოჯახია, სადაც სამივე დედმამიშვილი თანაბრად პოპულარულია სამშობლოში. საზოგადოება იცნობს მათ მეუღლეებს, თუმცა შვილებს - ნაკლებად, თუ არ ჩავთვლით რეზის ვაჟს ვატო არველაძეს, რომელმაც მამისა და ბიძების გზა აირჩია.

ამჯერად აჩი არველაძის უფროს შვილზე რევაზ-გიორგი არველაძეზე მოგიყვებით, რომელიც წლებია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და კინოგადაღებებით არის დაკავებული. აჩის მეუღლე თინი კობალაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წლების მანძილზე მეუღლის გვერდით გაატარა და მისი პირადი ექიმი იყო. აჩი არველაძეს არაერთი სპორტული ტრამვა აქვს მიღებული.

წყვილს სამი შვილი ჰყავს. აჩი რამდენიმე თვის წინ, გორგილაძის გადაცემაში ამბობდა:

"ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს".

რევაზ-გიორგი არველაძის კარიერა ამერიკაში საინტერესოდ ვითარდება. მის ანგარიშზე უკვე ოთხი ფილმია. მასთან ინტერვიუებს წერენ უცხოური ონლაინ ჟურნალები.

Movie Marker Magazin-თან ინტერვიუში ახალგაზრდა რეჟისორი საკუთარ თავზე გვიყვება:

- მე ვარ რევაზ-გიორგი არველაძე, დავიბადე თურქეთში, ტრაპიზონში. 4 წლამდე ნიდერლანდებში, შემდეგ კი გერმანიაში გავიზარდე, შემდეგ სამშობლოში, საქართველოში გადავედი საცხოვრებლად, სადაც საბოლოოდ ჩავაბარე დედაქალაქში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. განაგრძეთ კითხვა