5 შვილის მკვლელმა დედამ ევთანაზია მოითხოვა - როგორ იქცა ტრაგედიად განქორწინება და რა დაასკვნეს სპეციალისტებმა 16 წლის შემდეგ - მშობლები

5 შვილის მკვლელმა დედამ ევთანაზია მოითხოვა - როგორ იქცა ტრაგედიად განქორწინება და რა დაასკვნეს სპეციალისტებმა 16 წლის შემდეგ

2023-03-04 18:29:25+04:00

ეს ამბავი ზუსტად 16 წლის წინ მოხდა, თუმცა მისი დასასრული რამდენიმე დღის წინ დადგა...

2007 წელს წყნარ და პატარა ბელგიასავით ჭექაქუხილივით გადაუარა საშინელი დანაშაულის ამბავმა. 40 წლის ჟენევიევ ლერმიტმა ხუთი შვილი მოკლა და თავის მოკვლაც სცადა, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდა.

ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი 3-დან 14 წლამდე ასაკისანი იყვნენ. მათი მამა - ბუშაიბ მოკადემი იმ დროს მაროკოში იყო, მშობლების სანახავად. უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ჟენევიევმა და ბუშაიბმა განქორწინება გააფორმეს, რაც ქალისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

120004-11295210591677862454-1677940887.jpeg
ახალგაზრდა ჟენევიევი

ტრაგედიის დღეს ლერმიტმა სუპერმარკეტიდან სამზარეულოს დანები მოიპარა, მერე კი თავისივე სახლში ჩაიკეტა ბავშვებთან ერთად. მათ სათითაოდ იხმობდა თავის ოთახში და კლავდა, ბოლოს კი თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ბოლო მომენტში მოასწრო სასწრაფოში დარეკვა.

ექიმები მალევე გამოჩნდნენ ადგილზე და ქალის გადარჩენა მოასწრეს, თუმცა ბავშვები უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

სასამართლოში ჟენევიევმა გამოაცხადა, რომ ბავშვებთან ერთად გამოკეტილი, ქმრის გარეშე, სასოწარკვეთას გრძნობდა და თითქოს მახეში იყო. "ყველა შვილის დაკარგვა ჩემი ბრალია. მათ ეს არასდროს დაუმსახურებიათ. სიცოცხლის ბოლომდე დავიტანჯები", - თქვა მოგვიანებით.

00x693-0xac120004-8187886471677862470-1677941091.jpeg

მეზობლები ლერმიტს აღწერდნენ, როგორც იდეალურ დედას და მას ყველა ასეთად იცნობდა, სანამ ქმარს გაშორდებოდა. განქორწინების შემდეგ მას სერიოზული მენტალური პრობლემები დაეწყო, რასაც ვერ გაუმკლავდა. ფსიქოლოგთანაც დადიოდა, თუმცა სპეციალისტს მის ქცევაში არ შეუნიშნავს საგანგაშო სიმპტომები.

120004-13064845441677862448-1677941177.jpeg

2010 წელს ლერმიტმა ფსიქოანალიტიკოსს უჩივლა, რადგან მან "ვერ შეძლო დანაშაულის თავიდან აცილება" და ექიმისგან 10 მლნ დოლარი მოითხოვა ზიანის ასანაზღაურებლად.

2008 წელს ჟენევიევს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2019 წელს კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 16 წელი მოახერხა მან შვილების მკვლელის სახელით ცხოვრება, ცოტა ხნის წინ კი ევთანაზია მოითხოვა.

120004-1322318501677862461-1677941298.jpeg

ბელგიის კანონებით, მსგავსი პროცედურა დასაშვებია უკურნებელი სენით დაავადებულებისთვის, რომლებიც განუზომელ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას განიცდიან. გარდა ამისა, ისინი უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ სურვილს და მკაფიოდ უნდა გამოხატონ, რომ ნამდვილად უნდათ. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება მათი განცხადება.

2021 წელს ლერმიტმა კიდევ ერთხელ სცადა თვითმკვლელობა და ისევ უშედეგოდ. მოგვიანებით ექსპერტებმა აღიარეს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ქალი შეურაცხადი იყო. ამის შემდეგ მისი მოთხოვნა რამდენიმე ექსპერტმა განიხილა და კონსულტაციების შედეგად, მას ნება დართეს. 2023 წლის 28 თებერვალს, მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ, ქალი ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა.