როგორ იქცა ეკრანული წყვილი ნამდვილ წყვილად და როგორ ჩადგა მშვენიერი გოგონა მეგობრებს შორის - "მექალთანე სასახლიდან" კვლავ აქტუალურია - მშობლები

როგორ იქცა ეკრანული წყვილი ნამდვილ წყვილად და როგორ ჩადგა მშვენიერი გოგონა მეგობრებს შორის - "მექალთანე სასახლიდან" კვლავ აქტუალურია

2023-03-04 21:59:38+04:00

"მექალთანე სასახლიდან", ან "ჩემი ფავორიტი", თურქული სერიალია, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. როდესაც ეკრანზე ლამაზი წყვილი ჩნდება, მაყურებლის ინტერესი კიდევ უფრო მატულობს და იმის გაგებაც უნდათ, რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ არის მათ შორის რომანი. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.

თურქული სერიალისახალგაზრდა ვარსკვლავები რეალურ ცხოვრებაშიც დაწყვილდნენ.

მშვენიერი აფრა

გოგონა აფრა სარაჩოღლუა, თურქი მსახიობი და მოდელი. 1997 წლის 2 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ედრემიტში. მისი მშობლები მალე გაიყარნენ და დედა გოგონას მარტო ზრდიდა. აფრას მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა არ აქვს, ასე გადაწყვიტა. 14 წლიდან დაიწყო მოდელობა, რომ ცოტა ფული ეშოვა და დედას დახმარებოდა. ასე აღმოჩნდა სამოდელო სფეროში. სკოლის დამთავრების შემდეგ ანატოლიის უნივერსიტეტში ჩააბარა, ამასობაში სამოდელო სფეროში საკმაო წარმატებები ჰქონდა და კინოდანაც მოვიდა შემოთავაზებები.

afra-saracoglu-sevgilisi-boy-kilo-burcu-kimdir-nereli-yali-capkini-seyran-kim-1677954160.jpg

ფილმებმა და სერიალებმა მალე მოუტანა პოპულარობა და დღეს თურქული კინოს ამომავალი ვარსკვლავია. მოდელობასაც აგრძელებს და რამდენიმე წამყვანი ბრენდის სახეც არის.

glunun-1671181509068-1677954246.jpg

აფრა 4 წელი ხვდებოდა კიდევ ერთ მსახიობს - მერტ იაზიჯიოღლუს.

1672401283-glavnaya-1677954380.jpg

ერთ-ერთი სერიალის, გადაღებებზე კი გაიცნო მერტ რამაზან დემირი. სერიალის "მექალთანე სასახლიდან" გადაღებებზე ეკრანულ წყვილს შორის რაღაც სხვა ურთიერთობა დაიწყო. არადა, ორივე მერტი ერთმანეთს არათუ იცნობს, მეგობრობდნენ კიდეც და ერთადაც უთამაშიათ ფილმებში. თუმცა თურქულ პრესაში წერდნენ, რომ აფრას გამო მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა.

ფაქტია, სერიალის გადაღებების დაწყებიდან მალევე აფრა დაშორდა შეყვარებულს და სულ უფრო ხშირად ხედავენ რამაზან დემირთან, რომელიც ფილმში მის ქმარს განასახიერებს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს სერიალის დასარეკლამებლად მოგონილი რომანია, თუმცა სხვები დარწმუნებული არიან, რომ წყვილს შორის მართლაც გაჩაღდა სერიოზული ამბები.

1672067562-vvv-1677954523.jpg

1672067538-glavnaya-1677954541.jpg

hellodergisi-321917593-651577103321985-166200882561510190-n-1677954552.jpg

ნაბოლარა მერტი

მერტ რამაზან დემირი 1998 წლის 25 ნოემბერს არის დაბადებული სოფელ შილეში, სტამბოლთან ახლოს. მამა ბიზნესმენი იყო, დედა - დიასახლისი. ოჯახში ხუთი ვაჟი იზრდებოდა და მერტი ნაბოლარა იყო. დაყწებითი განათლება სოფელშივე მიიღო, იქვე დაიწყო ვარჯიში, რომ მიეღწია მიზნისთვის - გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი ან კალათბურთელი. თუმცა 17 წლისამ მოულოდნელად შეიცვალა მიზნები და თეატრალურ წრეზე ჩაეწერა. მალევე გადაწყვიტა მსახიობობა, სამსახიობო mert-ramazan-demir-kimdir-mert-ramazan-demir-kac-15476497-548-amp-1677954797.jpg

სტუდიაში გაიარა კურსები და კინოშიც 2015 წელს გამოჩნდა.

ეპიზოდურ როლებს მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოჰყვა მნიშვნელოვანი როლი სერიალში, რის შემდეგაც ახალი ვარსკვლავი აღიარეს და დღეს უკვე, ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.

uhiybundkee-1677954817.jpg

გოგონა, რომელიც ყველაზე პოპულარული როლის გამო მაყურებელმა შეიძულა - მსახიობს აგრესიისგან მენეჯერი იცავს
მსახიობი ცოლ-შვილი, ლექტორის ამპლუა ორ უნივერსიტეტში და საყოველთაო აღიარება - ყველაზე მკაცრი ბაბუს ნამდვილი ცხოვრება