საქართველოს მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღებას. საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. იმის გამო, რომ საპროტესტო ტალღა არ ნელდება და კვლავ უამრავი ხალხი აპირებს ქციებში მონაწილეობის მიღებას, ვფიქრობთ, საჭიროა უსაფრთხოების წესების ცოდნა, რათა ადამიანების ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიადგეს და აქციის მონაწილეებმა შეძლონ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება რეკომენდაციები, რომლებსაც გთავაზობთ:
ეს რეკომენდაციები სოციალურ ქსელში სალომე ემილი კვრაცხელიამ გაავრცელა და მათი წყაროებიც მოგვაწოდა, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ უსაფრთხოების წესებს გაეცნოთ. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
გაზი სპეცბალონიდან:
სპეცბალონიდან გაფრქვეული გაზის მთავარი ნივთიერება არის კაპსაიცინი. ცხიმში ხსნადია და ამიტომ, ზეთი და ვაზელინი ეფექტურად წმენდს. თვალში თუ მოგხვდათ ან ბევრი ისუნთქეთ - ვაზელინით უნდა ამოიწმინდოთ (არ მოგესმათ. petroleum jelly). ან მცენარეული ზეთით.
თუ ცრემლსადენი ყუმბარებით ისროლეს:
გაზი თვალებში ვისაც მოგხვდათ, შეხების გარეშე ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ბოთლიდან შეისხით წყალი ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით - რომ გამდინარე წყალმა დაგბანოთ თვალები
თუ წყალი არ გაქვთ და ქარია გარეთ, მიუშვირეთ თვალები ქარს.
ხელებით ნუ მოისრისავთ.
ცხვირ-პირზე აიფარეთ ნაჭერი. თუ დასველდა ნაჭერი, იმაში აღარ ისუნთქოთ.
რეკომენდაციები მომზადებულია ამ წყაროების მიხედვით:
ასევე გაავრცელა რეკომენდაციები "პირველადი დახმარების ცენტრმა" და ექიმმა-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ:
მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ., ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას.
სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში: