ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი უმცროსი დღეს 51 წლის გახდა. დაბადების დღე იუბილარს სახელგანთქმული ანსამბლის ფეისბუქგვერდზე მიულოცეს - ამჟამად ანსამბლი გასტროლებზე იმყოფება.
ილიკო სუხიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - დარია და ლიზა. დარია სუხიშვილების ოჯახში გაიზარდა, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მამიდას - ნინო სუხიშვილს, რომელსაც ძალიან ჰგავს კიდეც. ლიზა კი ილიკოს უმცროსი ქალიშვილია.