"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე - მშობლები

"ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო" - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი: იუმორისტი დიეტაზე, შვილებსა და სამსახურზე

2023-03-11 12:10:26+04:00

ყველა ამბობს, რომ მუსიკოსი და იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი მშვენიერ ფორმაშია. თითქოს გარეგნობაში რაღაც სერიოზულად შეცვალა. მკითხველებმაც გვთხოვეს მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. ამასთან, თამუნამ და მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ "მთავრი არხი" დატოვეს და სამუშაოდ"ტვ პირველზე“ გადავიდნენ. რადგანაც კითხვებიც და სასაუბროც დაგროვდა, დავუკავშირდით კიდეც.

- თამუნა, რაც ახალ არხზე გადმოხვედით, ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა... რას გვეტყვი, შეეწყეთ ახალ გუნდს?

- ამ არხზე რომ მოვედით, ჩვენთვის ოფისი არ არსებობდა, ახლაც რემონტის პროცესშია ჩვენი მხარე. რადგან სამუშაო სივრცე არ გვქონდა, ინგა გრიგოლიამ დაგვითმო და დაახლოებით ორი თვე ნიუსთან ერთად, ერთ სივრცეში ვმუშაობდით. მიგვიღეს როგორც ოჯახის წევრები - ძალიან კომფორტული გარემო დაგვხვდა.

- ბოლო დროს თითქოს შენს გარეგნობაში რაღაც ცვლილებაა, ამას "ვანოს შოუში" მოსული სტუმრებიც აღნიშნავენ. არ გაგვიმხელ, ასეთი ცვლილება რისი ბრალია?

- ყველაზე მთავარი ის არის, დავიკელი 10 კილო. ეს ჩემი წინანდელი წონის, სიმაღლის მქონე ადამიანისთვის ცოტა არ არის. წონის დაკლებამ სახეზეც შემცვალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო - სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ საახალწლოდ მინუს 10 კილოგრამი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე და შევასრულე.

- რაიმე ცნობილი დიეტაა?

- კონსულტაცია არსად და არავისთან გამივლია, დიეტა თვითონ გამოვიგონე. დიეტაც არ არის, ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... შაბათ-კვირის გარდა, ჩემი საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში, ყავა, შოკოლადი, თხილი და ყველი იყო. უქმეებზე ასე თუ ისე სხვა საკვებსაც ვჭამდი, სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს მე ვუმზადებ და ამ დროს მარტო თხილის ჭამა არ გამომდის... ამასთან, ნოემბერში ცხოვრებაში პირველად, ძალიან ცოტა, სულ ერთი გრამი ფილერი გამოვიყენე ცხვირისა და ტუჩის არეში. ფაქტობრივად, უკვე გაილია კიდეც, მაგრამ ძალიან შემცვალა. ვნახოთ, შეიძლება ამ მეთოდს ისევ მივმართო.

- ე.ი. გარეგნობაზე ზრუნვა შენთვის მნიშვნელოვანია.

- კი, ცხადია. მწერენ, თმას, რით იღებავო? არ ვიღებავ, მელირებას კონკრეტულ სალონში ვიკეთებ და ამ პროცედურას დაახლოებით 5 საათს ვუთმობ. რა თქმა უნდა, დროს ვუთმობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე. ახლა ვაპირებ, ვარჯიშიც დავიწყო. ფორმის შენარჩუნებისთვის ამას ყველა ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ასაკში კი, განსაკუთრებით. აუცილებელია, რომ სხეული ნავარჯიშევი იყოს. მოკლედ, ვაპირებ, ჩემს გარეგნობას ამ კუთხითაც დავეხმარო. სპეციალისტთან ერთად უნდა ვივარჯიშო.

tam1-1678522705.jpg

- როგორია ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი დედა თამუნა ლეკვეიშვილი?

- შვილებთან ერთად დედიკო არის იმ ასაკის, რამხელებიც ჩემი შვილები არიან. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მიწევს მათი ღამე, ძილის წინ ნახვა და დილას, სკოლისთვის რომ ვამზადებ. შაბათ-კვირა კი ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო და რაღაცნაირად შევავსო ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი. უყვართ ჩემ მიერ მომზადებული კერძები. ამბობენ, რომ გემრიელი გამომდის. გაიზარდნენ - 12, 11 და 9 წლები არიან. დღე სკოლაში არიან და სკოლიდან მოსულებს, დამხმარე ადამიანი გვყავს და ხვდება. ის იქამდე რჩება ჩვენთან, სანამ მე არ მივალ სახლში. განაგრძეთ კითხვა