ძლიერი გენები - როგორ გამოიყურებიან მონაკოს ულამაზესი პრინცესის, გრეის კელის შთამომავლები - მშობლები

ძლიერი გენები - როგორ გამოიყურებიან მონაკოს ულამაზესი პრინცესის, გრეის კელის შთამომავლები

2023-03-15 13:21:23+04:00

გრეის კელიმ არიერის განმავლობაში მხოლოდ 11 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ "ოსკარის" ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა, ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობადაც იქცა და რაც მთავარია, თავისი ეპოქის სექს-სიმბოლოსა და სტილის ეტალონის ტიტული მიიღო. მსახიობობის ხუთი წელი მონაკოს პრინც რანიე III-სთან ქორწინებით დასრულდა. 1956 წელს, ქორწილის შემდეგ მონაკოს პრინცესას საყვარელი პროფესიის შეცვლა მოუწია და მისი მოვალეობები და ტიტული აბსოლუტურად შეიცვალა.

1-1678872275.jpeg

როგორც ცნობილია, ქალი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და დღემდე მისი სილამაზე და სტილი ძალიან ბევრ ადამიანს შთააგონებს, ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან უბედური იყო.

kelly-hochzeit-1678942616.jpg

ქმარი გამუდმებით ღალატობდა, ატყუებდა და ამცირებდა. გრეის კელი 52 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. თუმცა, შთამომავლობას არაერთი მნიშვნელოვანი თვისება თუ გარეგნული შტრიხი დაუტოვა მემკვიდრეობით.

1orriere-web-sezioni-bc-1678942629.jpg

მონაკოს პრინცესას 3 შვილი შეეძინა. ყველა მათგანი დღეს მდიდარი, ლამაზი და წარმატებული ადამიანია.

img-0025-2000-b26f896a0981490d807cfe5b359d46ed-1678942699.jpg
გრეის კელის სამი შვილი

გრეის კელის ქალიშვილი კაროლინა (დაბადების თარიღი - 1957 წელი) და მისი შთამომავლები

2-1678872415..jpg

გრეის კელის უფროს ქალიშვილს მთელი ცხოვრება დედასთან შედარება ტანჯავდა. მუდმივად ისმოდა ფრაზები, იყო თუ არა ისეთივე გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური, როგორც დედა. გოგონა შესანიშნავად გამოიყურებოდა და კარგი განათლებაც მიიღო. კაროლინა ხუთ ენაზე საუბრობს, უკრავს ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე, უპირატესობას ანიჭებს საცხენოსნო სპორტს და აგროვებს ძვირფასეულობას.

კაროლინა სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინება მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა და იმედგაცრუებით დასრულდა. მეორედ მას წარმოუდგენლად გაუმართლა, მის ცხოვრებაში გამოჩნდა მომხიბვლელი მრბოლელი, სპორტსმენი, ღირსეული ქონების მემკვიდრე სტეფანო კაზირაგი. მათ სამი შვილი ეყოლათ - 1984 წელს ვაჟი ანდრეი, 1986 წელს - ქალიშვილი შარლოტა და 1987 წელს - ვაჟი პიერი. სხავათა შორის, შარლოტას ცნობილ ბებიას ხშირად ადარებენ.

12-1678873039.jpg
შარლოტა

ცხოვრება აბსოლუტურად უღრუბლო ჩანდა, ვიდრე ქალს ქმარი არ გარდაეცვალა. სტეფანო კაზირაგი ერთ-ერთი შეჯიბრის დროს კატერს დაეჯახა და გარდაიცვალა.

you-feel-arousing-1678942869.jpg

კაროლინამ ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადაიტანა. რეაბილიტაციისთვის 8 წელი დასჭირდა. პრინცესას მესამე და ამჟამინდელი ქმარი ჰანოვერის პრინცი ერნსტ ავგუსტ V, ჰანოვერის სახლის დინასტიური უფროსი, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის შვილიშვილი გახდა.

b7edbeabbd651ccbceee941ab0b09f71-monaco-royal-family-caroline-monaco-1678942984.jpg
კაროლინა და ალექსანდრა

1999 წელს მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ, რომელსაც ძალიან ხშირად ცნობილ ბებიას ამსგავსებენ. უფროსი შვილებიდან ჰანოვერის პრინცესას შვიდი შვილიშვილი ჰყავს.

გრეის კელის ვაჟი ალბერ II (დაბადების თარიღი - 1958 წელი) და მისი შვილები

77-1678872477.jpg

ალბერი ახლა მონაკოს მმართველი და ვალენტიონის ჰერცოგია. იგი ტახტზე 2005 წელს, მამის, რანიე III-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ამჟამინდელი მონარქი ორჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე დედოფალი ელისაბედ II იყო და საკმაოდ სოლიდურ ქონებას ფლობს. აქვს სხვადასხვა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები, იშვიათი მანქანები, ბიზნესი და ძვირად ღირებული ნახატების კოლექციები.

ეს ყველაფერი მემკვიდრეობით მის კანონიერ შვილებს - ტყუპს ჟაკსა და გაბრიელას გადაეცემათ.

მაგრამ, როგორც ცნობილია, ალბერ II-ს კიდევ ორი უკანონო შვილი ჰყავს, რომლებსაც ოფიციალურად არ აღიარებს და ბავშვებს მამის ტიტულით არც რაიმე სიკეთე აქვთ. მონაკოს პრინცს მრავალი წელია "მექალთანის" ტიტული აქვს და მისი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. პრინცი ოფიციალურად მხოლოდ 53 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ცოლი, შარლინ უოტსტოკი სპორტსმენი იყო და ის მეუღლეზე 20 წლით უმცროსია. სხვათა შორის, ქალს გრეის კელს ხშირად ამსგავსებენ. გრეის კელივით ისიც იტანჯება ქმრის დაულაგებელი ცხოვრებით და ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც შეექმნა.

გრეის კელის ქალიშვილი სტეფანია (დაბადების თარიღი - 1965 წელი) და მისი შვილები

88-1678872504.jpg

კინოლეგენდის უმცროსი ქალიშვილი დედის გარდაცვალების მოწმე გახდა. იმ საბედისწერო დღეს, როცა გრეის კელი ავტომობილს მართავდა, სტეფანია მის გვერდით იჯდა. მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და კლდეში გადაიჩეხა. გოგონა გადარჩა, მაგრამ დანაშაულის შეგრძნება მთელი ცხოვრება გაჰყვა.

დედის გარდაცვალებამ მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და თითქოს, მთელ ოჯახს აუჯანყდა. სტეფანიამ ეროტიკული ჟურნალებისთვის გადაიღო, ასევე ბედი მოდელობაშიც სცადა, იყო მომღერალი და თავის პირად მცველზე დაქორწინდა. ამ ნაბიჯმა კი სამეფო ოჯახი აღაშფოთა.

ქმარს ღალატის გამო დაშორდა. დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ კი ცირკის აკრობატზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. მისი შვილები შესანიშნავად გამოიყურებიან და როგორც ჩანს, ბებიის მემკვიდრეობა მათზეც გავრცელდა.

1024-princess-stephanie-monaco-kids-1678943245.jpg
სტეფანია შვილებთან ერთად