ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს - ნატალია და ზაქარია. მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე ნატალიას ფოტოებს, რადგან ის ძალიან ჰგავს დედას.
"მეტიჩარა და ესეც მეტიჩარა ჯუნიორი" - წერს ნინო და აქვეყნებს ფოტოს ცნობილი ფილმიდან "მეტიჩარა", რომელმაც გაუთქვა ბავშვობაში სახელი. ასევე, ნატალიკოს ფოტოს.
ნინოს მეუღლე და ბავშვების მამა იურისტი გიორგი ინწკირველია.