ტესტი ინტელექტისა და ლოგიკის შესამოწმებლად - ვნახოთ, როგორ გაართმევთ თავს. ყველა ვერ ახერხებს - მშობლები

ტესტი ინტელექტისა და ლოგიკის შესამოწმებლად - ვნახოთ, როგორ გაართმევთ თავს. ყველა ვერ ახერხებს

2023-03-18 12:02:32+04:00

გააკეთეთ ტესტი და ბოლოში წაიკითხეთ პასუხები. ვნახოთ, რამდენ შეკითხვას უპასუხებთ უშეცდომოდ.

1. რომელი ცხოველია ზედმეტი?

  • ზვიგენი
  • ლომი
  • მგელი
  • ძროხა
  • არწივი

2. ნიკას პაპის შვილი ცოტნეს მამაა. ვინ იქნებიან ერთმანეთისთვის ნიკა და ცოტნე?

  • ბიძაშვილები
  • ნიკა ცოტნეს ბიძაა
  • ცოტნე ნიკას ბიძაა
  • ნიკა ცოტნეს მამაა

3. ამ რიცხვებიდან ორის ჯამი 17-ია: 6, 13, 2, 12, 7, 4

  • მართალია
  • ტყუილია

4. ნამცხვარს თუ 4-ჯერ გაჭრი დიამეტრალურად, შეიძლება მიიღო 7 ნაჭერზე მეტი.

  • მართალია
  • ტყუილია

5. სიტყვებში auctioned, education და cautioned ერთი და იგივე ასოების ნაკრებია.

  • მართალია
  • ტყუილია

6. ასოებისგან - ლოპსი - შეიძლება შევადგინოთ:

  • ქალაქის სახელწოდება
  • ცხოველის სახელი
  • დაავადების სახელი
  • ქვეყნის სახელწოდება

7. თუ რიცხვს „ათას ას ოცდახუთს“ ჩავწერთ უკუღმა, გამოვა „ხუთი ათას ორას თერთმეტი“:

  • მართალია
  • ტყუილია

8.რომელ ქორწილს აღნიშნავენ 50-წლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად?

  • ვერცხლის
  • ბრილიანტის
  • ოქროს
  • მარგალიტის

9. 2019 რომ რომაული ციფრებით ჩავწეროთ, რა გამოვა?

  • MMXIX
  • MMXVIII
  • MMXVI
  • MMX

10. ალექსანდრე მაკედონელმა მას უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა“. მან კი სთხოვა მეფეს, მზეს ნუ მიჩრდილავო. ვინ იყო ის?

  • სოკრატე
  • პლატონი
  • დიოგენე
  • არისტოტელე

პასუხები:

  1. ძროხის გარდა ყველა მტაცებელია
  2. ბიძაშვილები
  3. მართალია - 13+4=17
  4. მართალია - თუ 4 დიამეტრალურ ჭრას გააკეთებ, მიიღებ 8 ნაჭერს
  5. მართალია
  6. ცხოველის - ვღებულობთ სიტყვას „სპილო“
  7. მართალია - 1125 უკუღმა იქნება 5211
  8. ოქროსი - 50-წლიან თანაცხოვრებას ოქროს ქორწილი ეწოდება
  9. MMXIX - M = 1 000, XIX = 19
  10. ეს დიოგენე იყო. მეფე იმდენად გააოგნა ფილოსოფოსის სიამაყემ და დიდებულებამ, მაშინვე თქვა: „მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, ვისურვებდი დიოგენედ ყოფნას“.