მას მერე, რაც ძმები მელაძეები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს დადგნენ და რუსეთში აკრძალულ მუსიკოსებად გამოაცხადეს, რუსულ მედიაში სულ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს რუსული სცენის მიღმა მელაძეები ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. ასე იყო ვალერი მელაძის მიერ ისრაელში ჩატარებულ კონცერტების სერიაზეც, რომელზეც რუსულ პრესაში წერდნენ, თითქოს მისი კონცერტები ჩავარდა. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ვალერის მეგობარი და ასევე პუტინის მოწინააღმდეგე, ისრაელში გადაბარგებული ალა პუგაჩოვა. მან ვიდეოები გამოაქვეყნა კონცერტიდან, უჩვენა ანშლაგები და მიმართვაც გაავრცელა:
"მინდა, იმედი გავუცრუო მატყუარებს, რომლებიც ვალერი მელაძის მიერ ისრაელში "ჩავარდნილ" კონცერტებზე საუბრობენ. ეს იყო დღესასწაულ! კონსტანტინე მელაძის სიმღერები ვალერი მელაძის შესრულებით არის მშვენიერი ღვინო. წლებთან ერთად კიდევ უფრო გემრიელი და ფასეული ხდება".