"მადლობა შენ, რომ ხარ საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო მამა..." - 55 წლის მოცეკვავე მილიონერს ცოლი ემოციურ სიტყვებს და ვიდეოს უძღვნის - მშობლები

"მადლობა შენ, რომ ხარ საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო მამა..." - 55 წლის მოცეკვავე მილიონერს ცოლი ემოციურ სიტყვებს და ვიდეოს უძღვნის

2023-03-20 10:50:45+04:00

"მოცეკვავე მილიონერის" სახელით ცნობილი იტალიელი, 55 წლის ჯანლუკა ვაკი და მისი მოდელი ცოლი - შერონ ფონსეკა, რომელიც მეუღლეზე ბევრად უმცროსია, ბლუ ჯერუსალიმას მშობლები არიან. დღეს იტალიაში მამების დღეს აღნიშნავენ და როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მამას, რომელიც ქალიშვილთან ძალიან ბევრ დროს ატარებს, მასთან ერთად ცეკვავს და თამაშობს, ცოლი განსაკუთრებული სიტყვებით და ვიდეოთი ულოცავს ამ დღეს.

"დღეს იტალიაში მამის დღეა და არასდროს გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, გითხრა, როგორი შესანიშნავი მამა ხარ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებ.

ჩემო სიყვარულო, შენი ხილვა ბლუსთან ერთად, ეს ყველაზე დიდი სიხარულია. მისი სიცილი, ხითხითი და ის, თუ როგორ ენთება თვალები, როცა ოთახში შემოდიხარ, ყველაფერზე მეტს ამბობს.

ვამაყობ შენით და ვიცი, რომ როცა ბლუ გაიზრდება, ისიც იამაყებს შენით. მადლობა, რომ ხარ საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო მამა.

ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ".

თავად ჯანლუკაც ხშირად ამბობს, რომ ნამდვილი ბედნიერება იპოვა მას მერე, რაც მამა გახდა.

ცნობისათვის, პათოლოგიით დაიბადა - სასის თანდაყოლილი ნაპრალით, რომელიც ხალხში მგლის ხახის სახელით არის ცნობილი. მას 5 თვის ასაკში გაუკეთეს ოპერაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.