"ძალიან რთული დედა ვარ... ჩემთვის დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს... თუ ვთქვი, რომ კანფეტი არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება!" - ევა ლონგორიამ აღიარა, რომ შვილს საკმაოდ მკაცრად ზრდის - მშობლები

"ძალიან რთული დედა ვარ... ჩემთვის დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს... თუ ვთქვი, რომ კანფეტი არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება!" - ევა ლონგორიამ აღიარა, რომ შვილს საკმაოდ მკაცრად ზრდის

2023-03-20 11:06:54+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ევა ლონგორია ერთ-ერთი შოუს სტუმარი იყო და დედობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საკმაოდ მკაცრი დედაა.

ევას 4 წლის ვაჟი ჰყავს, რომელსაც მეუღლესთან - ბიზნესმენ ხოსე ანტონიო ბასტონასთან ერთად ზრდის.

2222338fd6828a7-1679296633.jpg

ევას თქმით, მის სახლში დისციპლინას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"მე დისციპლინის განსახიერება ვარ. ძალიან მკაცრი ვარ, თუმცა იმავდროულად მოსიყვარულე და გვერდში მდგომი. ჩვენს გვაქვს წესები. თუ ძილის დრო მოვიდა, ესე იგი, საჭიროა დაძინება. თუ ვთქვი, რომ კანფეტის ჭამა არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება. თუ დავრთე ნება, რომ ერთი მიირთვას, ესე იგი, ეს ერთი და წერტილი. თუ "აიპადით" თამაში უნდა, ამისთვისაც დროა განსაზღვრული. როცა მიირთმევს, ვალდებულია ჭურჭელი ნიჟარაში მოათავსოს. ერთადაც ვამზადებთ ხოლმე საკვებს და მასაც აქვს ვალდებულება, აალაგოს. ვერ იტანს ლაგებას", - აღნიშნა ევამ.

eva-longoria-fils-santiago-1679296786.jpg

ევას თქმით, მისთვის მთავარი სიყვარულია, მაგრამ მას მაინც შეიძლება ეწოდოს "რთული დედა".

იმასაც აღიარებს, რომ სანტიაგოს დაბადების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში და ახლა სამყაროს ცენტრი მისი შვილია. თუმცა ბევრი რამე გაიოლდა ცხოვრებაში, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას ევა პირველ რიგში შვილზე ფიქრობს. "ასე უფრო იოლი აღმოჩნდა ბევრ რამეზე უარის თქმა".