აირჩიეთ სურათი და გაიგებთ, ბუნებით მეოჯახე ადამიანი ხართ თუ მარტოხელა - მშობლები

აირჩიეთ სურათი და გაიგებთ, ბუნებით მეოჯახე ადამიანი ხართ თუ მარტოხელა

2023-03-20 13:49:26+04:00

ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენს პიროვნებას აყალიბებს და ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება. ოჯახის წევრებთან და სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია კი პირველივე წლებიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე და განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს. შესაძლოა, ძალიან ბევრი ინფორმაცია ქვეცნობიერში იყოს დამალული და ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ სულ სხვანაირადაა. იგივე ეხება ოჯახურ ურთიერთობებსაც. ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია სინამდვილეში ოჯახი, ურთიერთობები, ადამიანებთან დამოკიდებულებები, მეტწილად საკუთარ ოჯახურ გამოცდილებებზეა დამოკიდებული.

ქვემოთ მოცემული ფოტოები განვიხილოთ. თითოეულ სურათზე ქალი, კაცი და ბავშვია გამოსახული. თუმცა, განსხვავებული კადრით. აირჩიეთ ის ფოტო, რომელზეც ფიქრობთ, რომ მასზე არ არიან ასახული ოჯახის წევრები ან ისეთი ოჯახია ასახული, სადაც ყველა ცალ-ცალკეა. აირჩიეთ ასეთი ფოტო ამ სამიდან და წაიკითხეთ პასუხი.

foto-1679305947.jpg

ფოტო N1

1-1679305968.jpeg

სინამდვილეში ეს სურათი ბედნიერ ოჯახს ასახავს: ვხედავთ მოსიყვარულე მშობლებს, რომლებიც შვილზე ზრუნავენ და მას თბილად ეპყრობიან. რატომ აირჩიეთ ეს ვარიანტი, იმის მიუხედავად, რომ სწორი პასუხი აშკარა იყო? შესაძლოა, რაღაც უსიამოვნო, წარსულის გარკვეული ტრავმები გაგახსენდათ, რომლებიც ბავშვობასთანაა დაკავშირებული. ფსიქოლოგების თქმით, ამ პასუხის არჩევა ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს, რაც შეიძლება მშობლების აღზრდის მეთოდებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა და მშობლებთან ცუდი ურთიერთობის შედეგი იყო. ან შესაძლოა, თქვენ შეესწარით მშობლების ძალადობას, განქორწინებას, რამაც გაუგებრობა გამოიწვია და გაგიჭირდათ განსაზღვრა, რა არის ჯანსაღი ურთიერთობა და კარგი, ძლიერი ოჯახი.

ფოტო N2

2-1679305987.jpeg

თქვენ მეოჯახე ადამიანი ხართ და საყვარელ ადამიანებს ყველაზე მეტად აფასებთ. ბავშვებზე, მეუღლეზე, მშობლებზე ზრუნვა თქვენი მთავარი პრიორიტეტია. თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ისინი კარგად არიან, გიყვართ მათთვის სიხარულის მოტანა და გაბედნიერება. სანაცვლოდ კი გულწრფელობასა და ნდობას ელით. მათთან, ვისაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ, შეგიძლიათ, მყარი ოჯახი და ჯანსაღი ურთიერთობები შექმნათ. სავარაუდოდ, ფოტოს არჩევისას, ნახეთ, რომ ამ სურათზე ორი ადამიანი უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებული და ბავშვს უგულებელყოფენ. ხელიც კი არ აქვთ ჩაჭიდებული, რასაც იდეურად საერთოდ არ ეთანხმებით. ნამდვილი ოჯახი, თქვენი აზრით, სხვაგვარად იქცევა.

ფოტო N3

3-1679306011.jpeg

ბუნებით მარტოხელა ადამიანი ხართ. კოლეგების ან მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება ბევრად უფრო მოგწონთ, ვიდრე შვილებთან, მეუღლესთან ან სხვა ნათესავებთან. ეს სურათი იმიტომ აირჩიეთ, რომ ფიქრობდით, რომ მამას შვილი და ცოლი არ აინტერესებდა. ან დედა აშორებს შვილს მამას. ეს სიტუაცია კი მყარი ოჯახის აღწერილობაში არ ჯდება. შესაძლოა, თავად გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, სადაც მამის როლი შედარებით მცირე იყო და დედა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იღებდა და გარკვეული თვალსაზრისით, შეკრული ოჯახის მაგალითი არ გქონიათ. ამავდროულად, მზრუნველი და პასუხისმგებელი ადამიანი გახდით. მოგწონთ სხვების დახმარება, დაცვა და ყველა იმ სიკეთის გაცემა, რაც შეიძლება ბავშვობაში დაგაკლდათ.