რა განათლება აქვს განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა? - მშობლები

რა განათლება აქვს განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა?

2023-03-20 14:19:14+04:00

"ქართულმა ოცნებამ" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან მიხეილ ჩხენკელის უკვე მეორედ გაშვების შემდეგ, ამ თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.

ის დღემდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, რომლის დეპუტატი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

განათლება

გიორგი ამილახვარი 1984 წლის 1-ლ იანვარს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.

როგორც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, 1999-2000 სასწავლო წელი ამერიკაში, ტეხასის ალამოს უმაღლეს სკოლაში გაატარა, 2016 წელს კი, კვლევითი სტაჟირება გაიარა გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში, მაქს-პლანკის საერთაშორისო, კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში.

სამუშაო გამოცდილება

2004 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში კომპანიაში "კლინტონ დავის პალასი - ადვოკატები", ადვოკატის თანაშემწედ;

2007 - 2008 სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა;

2008- 2010 წლებში გახლდათ ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს "სავერუსის“ საქართველოს ფილიალის "სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი;

2010 - 2020 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

2010 - 2020 წლებში კი იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში.

ოჯახური მდგომარეობა:

გიორგი ამილახვარი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე - ნინო წერეთელი და ორი ქალიშვილი - 15 წლის ნიცა და 9 წლის ანა მარია. განაგრძეთ კითხვა