დემენციით დაავადებულმა ბრუს უილისმა დაბადების დღე ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან და შვილებთან ერთად აღნიშნა (ვიდეო) - მშობლები

დემენციით დაავადებულმა ბრუს უილისმა დაბადების დღე ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან და შვილებთან ერთად აღნიშნა (ვიდეო)

2023-03-21 11:51:22+04:00

დემენციით დაავადებული მსახიობი ბოლო პერიოდში სულ სახლშია და არა მხოლოდ ახალგაზრდა მეუღლე და შვილები არიან მის გვერდით, არამედ ყოფილი მეუღლე - დემი მურიც ხშირად არის მასთან და უფროსი შვილებიც. ასე იყო ბრუსის დაბადების დღეზეც - მსახიობი 68 წლის გახდა. დაბადების დღე მან ხუთ ქალიშვილთან, ახლანდელ ცოლ ემასა და ყოფილ ცოლ დემისთან ერთად აღნიშნა.

"ძალიან მიხარია, რომ შევძელი დღეს შენთვის მომელოცა. მიყვარხარ და მიყვარს ჩვენი ოჯახი. მადლობა ყველას სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის - ჩვენ ყველაფერს ვგრძნობთ", - დაწერა დემი მურმა ინსტაგრამზე.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება პროგრესირებს, ახლობლების მხარდაჭერა მსახიობს ეხმარება ამ დიდ ბრძოლაში. ქალიშვილები ხშირად არიან მის გვერდით და უფროსი - რუმერი დიდი ხნის ოცნებასაც აუსრულებს მალე. ორსულად არის და ბრუსს ცოტა ხანში შვილიშვილი შეეძინება.

brus1-1679385581.jpg

დაავადება დაახლოებით ერთი წლის წინ გამწვავდა და პროგრესირება დაიწყო. თავდაპირველად აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა წელს საბოლოოდ დემენციის დიაგნოზი დაისვა.