ჩვენი სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ საინტერესო ფაქტები აბსოლუტურად ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. თუმცა, არის საკითხები, რომელთა შესახებაც ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს. დღეს შემოგთავაზებთ ტესტს, რომლის ბოლომდე შევსებას ადამიანთა 70% ვერ ახერხებს. შეგიძლიათ, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ შეამოწმოთ:
1. საშუალოდ, ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლები ამას ცხოვრებაში 20 160 წუთს, ანუ 14 დღეს უთმობენ. რაზეა საუბარი?
2. რა ჰქვია მსოფლიოში ყველაზე პატარა (დაბალ) ხალხს?
3. ამ ბოსტნეულის მოსანელებლად ორგანიზმი იმაზე მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე შეუძლია, მისგან მიიღოს. რომელ ბოსტნეულზეა საუბარი?
4. ჩვილს დაახლოებით 300 ძვალი აქვს. ზრდასთან ერთად ზოგი მათგანი ერთიანდება და საბოლოოდ სრულწლოვან ადამიანს რამდენი ძვალი რჩება?
5. ჯუზეპე ტორნატორეს ცნობილ ფილმს ჰქვია "ახალი კინოთეატრი...?
6. ადამიანის დნმ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის იდენტურია 50%-ით:
7. ერთი ბერძენი ფილოსოფოსი სიცილისაგან გარდაიცვალა. რას უყურებდა ის, რის გამოც ეცინებოდა?
8. რა მარცვლეულისგან მზადდება კუსკუსი?
9. რის პატივსაცემად მიიღო პოპულარულმა კომპიუტერმა "მაკინტოშმა" ( Mac) ეს სახელი?
10. რა არის მანგა?
1. მეცნიერებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ საშუალოდ ყოველი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში კოცნას 20 160 წუთს უთმობს, რაც 2 კვირას უდრის.
2. ანთროპოლოგები პიგმეებს ნებისმიერი ერის ადამიანებს უწოდებენ, რომელთა სიმაღლე 150 სმ-ზე ნაკლებია.
3. ეს ბოსტნეული კომბოსტოა.
4. ჩვილს დაახლოებით 300 ძვალი აქვს. ზრდასთან ერთად ზოგი მათგანი ერთიანდება და საბოლოოდ სრულწლოვან ადამიანს მხოლოდ 206 ძვალი რჩება.
5. ჯუზეპე ტორნატორეს ცნობილი ფილმის სახელია "ახალი კინოთეატრი "პარადიზო"
6. საოცარია, მაგრამ ეს სიმართლეა. ადამიანის დნმ 50%-ით ბანანის დნმ-ის იდენტურია!
7. ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში მოხდა. ბერძენი ფილოსოფოსი, სახელად ქრისიპუსი, სიცილით გარდაიცვალა მაშინ, როცა უყურებდა, როგორ ჭამდა მისი ვირი ლეღვს.
8. კუსკუსი ხორბლისგან დამზადებული მარცვლეულია. ისტორიულად კუსკუსს სხვა მარცვლეულისგან, ფეტვისგან ამზადებდნენ, მაგრამ დღესდღეობით ხორბალი დომინირებს.
9. მაკინტოში (Mac) პოპულარული ჯიშის ვაშლია ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს ჯიში ჯონ მაკინტოშმა შექმნა. Macintosh, Mac – Apple-ს კომპიუტერების ხაზია, რომელმაც ეს სახელი სწორედ ვაშლის ჯიშის გამო მიიღო.
10. მანგა კომიქსის იაპონური შესატყვისია. მანგას სტილი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.