Netflix-ზე კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორის, ჯორჯინა როდრიგესის შესახებ დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ჯორჯინა ცხოვრების რთულ ეტაპზე საუბრობს. ფილმის პრემიერა პარასკევსაა დაგეგმილი.
თითქმის ერთი წელია გასული, რაც კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ბელა ესმერალდას დაბადებით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, მისი ტყუპი ძმის, ანხელის დაკარგვის ტრაგედიაც განიცადეს.
დოკუმენტურ ფილმში, "I am Georgina”, ქალი ამბობს, რომ მანამდე 3-ჯერ მოეშალა მუცელი.
"თითოეულ ულტრაბგერით გამოკვლევაზე შიშით მივდიოდი. ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი და სახლში განადგურებული ვბრუნდებოდი ხოლმე", - ასე აღწერს ფეხბურთელის პარტნიორი გინეკოლოგთან ვიზიტებს. განაგრძეთ კითხვა