ბოლო პერიოდში მსახიობ გიორგი ყიფშიძის მისამართით რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რაც მის გარეგნულ ცვლილებებს უკავშირდება.წონაში მკვეთრი ცვლილების გამო სოციალურ ქსელში ხშირად უწერდნენ საკმაოდ უსიამოვნო კომენტარებს და ჰეითერების პასუხად რამენიმე დღის წინ დაწერა: "შემეშვით და ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ... ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?" ამ კომენტარს კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, ამ თემის გარშემო მის უფროს ქალიშვილ ნატალისაც კი დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: "ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ და გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავოთ, მით უმეტეს იმის გაკიცხვით, რის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ..."
შემდეგ თავად მსახიობმაც ჩაწერა პატარა ვიდეო, რომელშიც მაყურებელს თავის სპექტაკლზე "მოჩვენებები" იწვევდა და ისიც თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა: "მინდა გავხდები, მინდა - გავსუქდები..."
თუმცა თემა მაინც არ ამოიწურა და ამჯერად გიორგის დამ - ლენუკა ყიფშიძემ ჩაწერა ვიდეო გიორგისთან ერთად:
- აი, ყველას რომ გაინტერესებთ, ჩემი ძმა როგორ არის, გადასარევად არის! - ამბობს ვიდეოში ლენუკა.
გიორგი კი დასძენს, რომ მსახიობია, და მისი გარეგნული ცვლილებები არ უნდა იყოს განხილვის საგანი.
- რა გინდათ ჩემგან, ხალხო, რამე დაგიშავეთ? რატომ გახდიო? მსახიობი ვარ, ხან გავხდები, ხან გავსუქდები. ხან ისეთ ხასიათზე ვიქნები, ხან ასეთ ხასიათზე ვიქნები... ვარ ფანტასტიურად, ჯანზე, მივდივარ ახლა რეპეტიციაზე, - დასძენს გიორგი.
შეგახსენებთ, გიორგი ყიფშიძე 4 შვილის მამაა. მას და მის მესამე მეუღლეს ენის ორი საერთო შვილი ჰყავთ, წინა ორი ქორწინებიდანაც მას უფროსი ქალიშვილი ნატალია ჰყავს და ვაჟი ალექსანდრე.