ცნობილ ქართველ ქალბატონებს შორის არც ისე ცოტაა მრავალშვილიანი დედა. ამჯერად იმ სელებრითებს გადავავლებთ თვალს, რომლებიც 4 და მეტ შვილს ზრდიან, თავიანთი სხვა საქმიანობების პარალელურად.
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, იმავდროულად 4 შვილის დედაა. უფროსი შვილები მოდელს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი უმცროსი კი - ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან დაქორწინების შემდეგ შეეძინა.
სუხიშვილების მოცეკვავეს და ქორეოგრაფს თეა დარჩიას და მის მეუღლეს გუჯა მათიაშვილს ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა მარიამი ასევე სუხიშვილების მოცეკვავეა, თეას ვაჟი კი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თეა ხშირად ამბობს, რომ ძიძების გარეშე გაზარდა შვილები და ძალიან ეხმარებოდა მათ აღზრდაში მეუღლე.
ცნობილ მოდელსა და სამოდელო სტუდიის მფლობელ ნინო ცქიტიშვილს და მის კალათბურთელ მეუღლეს ვატო ნაცვლიშვილს ასევე ოთხი შვილი ჰყავთ. მათი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართველი მოდელია. ასევე სამოდელო სფეროშია მეორე ქალიშვილი - ანა.
ცნობილი მსახიობი, "შუა ქალაქის" ვარსკვლავი ქეთა ლორთქიფანიძე 5 შვილის დედაა. გარდა მსახიობობისა და დედობისა, ქეთამ ბოლო პერიოდში ბიზნესშიც სცადა ძალები და საკუთარი საქმე წამოიწყო, რაშიც შვილებიც ეხმარებიან.
ქართველი მოდელი და დიზაინერი, ქალაქის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის ოთხ ვაჟს ზრდის და თავის საქმიანობას მშვენივრად უთავსებს დედობას.
მსახიობი თაკო ტაბატაძე ასევე ოთხი შვილის დედაა. ის და მუსიკოსი გია ბაღაშვილი ცოტა ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და თაკო ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მამაც აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში.
ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავასა და მის მეუღლეს, სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს ასევე ოთხი შვილი ჰყავთ, რომლებსაც თაკო მეუღლის აქტიური ჩართულობით და ასევე ძიძის დახმარებით ზრდის.