"მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება. ყველანაირი უბედურებაა შიგნით გამოყენებული" - ყველის ხარისხის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

"მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება. ყველანაირი უბედურებაა შიგნით გამოყენებული" - ყველის ხარისხის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სპეციალისტი საუბრობს

2023-03-29 14:11:42+04:00

ნაწლავური ჩხირები, სხვადასხვა ბაქტერია, ტრანსცხიმები და ანტიბიოტიკები ყველის შემადგენლობაში. იმერული ყველი ადამიანის ჯანმრთელობის კრიტიკული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. არის თუ არა ყველი მართლაც ნატურალური რძისგან დამზადებული და ზოგადად, რამდენად სუფთა პირობებშია ამოყვანილი, ამის დასადგენად კურიერი P.S. -ის ჟურნალისტმა რამდენიმე ტერიტორიაზე ნაყიდი ყველი ლაბორატორიაში ჩააბარა. კვლევის შედეგი კი საგანგაშო აღმოჩნდა. სისუფთავესთან და უვნებლობასთან შეუსაბამობაა ყველა ჩაბარებულ ნიმუშში იყო. ზოგ შემთხვევაში, ყველში ნაწლავური ჩხირები აღმოჩნდა, ზოგ შემთხვევაში კი ტრანსცხიმები. როგორც ირკვევა, მცენარეული ცხიმებით მომზადებულ პროდუქტში ყველაზე ხშირად პალმის ცხიმი გამოიყენება, რომლის მავნებლობაც საყოველთაოდ ცნობილია.

ყველის ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე ამბობს:

- ეს, რასაკვირველია, თაღლითობაა და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელიც გვატყუებს. ჩვენ ბუნებრივ რძეზე დამზადებულ პროდუქტს ველოდებით და ტრანსცხიმებს იყენებს. საშიშია, იმიტომაც, რომ ნაწლავის ჩხირებიცაა აღმოჩენილი. სუფთად არ არის მომზადებული, შესაძლოა, ხელი არ დაიბანა, ცური არ გაასუფთავა, თივის, მიწის მტვერი, ფეკალია, ფუნა მოხვდა პროდუქტში - ყველაფერი მოქმედებს.

დაწყებული ჩვილის ასაკიდან, ღრმა მოხუცებულობამდე, ადამიანი რძის პროდუქტს მიირთმევს. რძის პროდუქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია. არ შეიძლება, მთელი საქართველო დააავადო. უკვე წლებია, უცხოეთიდან ფხვნილის სახით, ირანული პასტა-რძის სახით შემოდის, რომლებსაც პირდაპირ აწერია, რომ სიმსივნეს იწვევს. არის ხოლმე ასეთი ხალხური მიდგომა, რომ იმერული ყველი შეიძლება მავნებელი იყოს და სულგუნი არა, იმიტომ რომ ის გადაზელვით მზადდება და ცხელი წყალი გამოიყენება. თუმცა, აქაცაა პრობლემები. თუ ნაწლავის ჩხირები არის იმ სივრცეში, სადაც ყველი კეთდება, ყველა პროდუქტს ექნება. თუ პასტერიზაციას არ ვუკეთებთ, შეიძლება ნაწლავის ფლორის მთლიანად მოშლა, ყაბზობა, დიაბეტი, სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები დაგვემართოს. ეს არის პროდუქტი, რომელიც ყველაფერში მონაწილეობს. ყველაფერი შეიძლება გაგიფუჭოს, ამიტომ საკმაოდ საშიში თემაა და ასე მსუბუქად შეხედვა არაფრით არ შეიძლება. მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება. ფხვნილზე დამზადებული ყველი შეიძლება 2 დღეში დაიშალოს და ხაჭოსებრი გახდეს. ის, რომ მას წებოვანება გაუჩნდეს, უფრო დიდხანს ყოჩაღად გამოიყურებოდეს, საგემოვნო თვისებაც მიმსგავსებული ჰქონდეს, მტერს, რაც იქ ამბები ხდება. ყველანაირი უბედურებაა შიგნით გამოყენებული. სამწუხაროდ, ყველა ეს ეშმაკობა აითვისეს.

სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ტრანსცხიმების გამოყენებისა და ანტისანიტარიაში მომზადების გარდა ირკვევა, რომ ყველის სასურველი კონსისტენციის მისაღებად სხვადასხვა მედიკამენტსაც ამატებენ. პროდუქტში მავნე ბაქტერიების თავიდან ასარიდებლად არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ანტიბიოტიკებსაც კი ურევენ.