ინგლისში მცხოვრებმა მომღერალმა ქეთი მელუამ, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველად გახდა დედა, 3 თვის ვაჟის ფოტოები გამოაქვეყნა. ბიჭი მას პარიზში საქმიანი ვიზიტის დროს ახლდა თან. "ეს სანდროს პირველი მოგზაურობა იყო, შთამბეჭდავი", - წერს მომღერალი.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქეთი უკვე დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას მშობიარობის შემდეგ და აქტიურ მუშაობასაც შეუდგა.