როგორ ჩაუვარდნენ ხელში სერიულ მკვლევს სახლიდან გაქცეული მოზარდები და გახმაურებული ფოტო, რომელიც მკვლელმა მსხვერპლს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღო - მშობლები

როგორ ჩაუვარდნენ ხელში სერიულ მკვლევს სახლიდან გაქცეული მოზარდები და გახმაურებული ფოტო, რომელიც მკვლელმა მსხვერპლს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღო

2023-03-30 16:04:25+04:00

14 წლის რეგინა კეი უოლტერსი სახლიდან თავის შეყვარებულთან რიკი ჯონსთან ერთად გაიქცა. ისინი ღარიბ უბანში ცხოვრობდნენ, მუდმივად უწევდათ აგრესიული მშობლების საყვედურების მოსმენა და არც სკოლაში იყო კეთილგანწყობილი გარემო. მოზარდები ფიქრობდნენ, რომ წინ ნათელი მომავალი, მშვიდი ცხოვრება და ბედნიერება ელოდათ, თუმცა ეს ყველაზე უარესი ამბების დასაწყისი აღმოჩნდა...

მექსიკისკენ მიმავალ გზაზე მათ მანქანა გააჩერეს. მანქანის მძღოლი, რომელსაც რობერტსი ერქვა, მოზარდებს თავაზიანად შეხვდა და სიხარულით დასთანხმდა ჰიუსტონამდე წაყვანას. რეგინამ და რიკიმ იფიქრეს, რომ მთავარი განსაცდელი გადავლილი იყო. თუმცა მძღოლი, რობერტ ბენ როდსი, სერიული მკვლელი და მოძალადე აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვიდრე იგი მოზარდებს შეხვდებოდა, იქამდე რამდენიმე ადამიანი მოკლა, რომლებიც სწორედ ავტოსტოპით სარგებლობდნენ და მათაც გაუჩერა მანქანა... რეგინასა და მისი შეყვარებულის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

3-1680178225.jpg
რობერტ ბენ როდსი

რეგინა 1975 წლის 5 მაისს პასადინაში, კალიფორნიაში დაიბადა და ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. 14 წლისას 18 წლის რიკი ჯონსი შეუყვარდა. ჯონსს ოჯახი საერთოდ არ ჰყავდა, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი კანონს ხშირად არღვევდა და ასოციალური ქცევით გამოირჩეოდა. ბიჭი წვრილმანი ქურდობისა და ხულიგნობისთვის რამდენჯერმე დააკავეს კიდეც. რეგინასა და რიკის ერთი ოცნება ჰქონდათ - ჩამოშორებოდნენ იმ გარემოსა და ადამიანებს, სადაც ცხოვრება უწევდათ და ბედნიერები ყოფილიყვნენ.

2-1680178128.jpg
ამ ფოტოზე რეგინა 11 წლისაა

ერთ დღესაც, მათ ჩემოდანი ჩაალაგეს და სამხრეთით ავტოსტოპით წასვლა გადაწყვიტეს. ჰიუსტონამდე მიმავალ გზაზე სატვირთო მანქანა გააჩერეს. მანქანას შუახნის მამაკაცი მართავდა და გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, რომ მანიაკი იყო...

რობერტ როდსმა მოზარდები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა. ბიჭს მანქანაშივე ესროლა და მოკლა. ჯონსის ცხედარს ქალაქგარეთ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნეს...

რეგინას კი ბევრად უარესი ბედი ელოდა. მძღოლმა გოგონა თავისი მანქანის უკანა მხარეს მიაბა, თან კამერა დააყენა, მასზე ძალადობდა და აწამებდა. უცნობია, რეგინამ ასეთ პირობებში რა პერიოდი გაატარა, თუმცა მისი ცხედარიც თვეების შემდეგ იპოვეს.

დეტექტივებმა უამრავი ფოტო იპოვეს, რომლებზეც რეგინა იყო გადაღებული. ზოგიერთ ფოტოზე გოგონას სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა, ზოგზე კი ჩანდა, რომ იარები მოშუშებული ჰქონდა. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ მან ტყვეობაში დიდი დრო გაატარა...

თუმცა, ბოლო ფოტო, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული, ყველაზე შემზარავია. მოძალადემ გოგონა სამხრეთ ილინოისში მიტოვებულ ადგილას მიიყვანა, აიძულა, შავი კაბა ჩაეცვა და ფოტო გადაუღო. ფოტოზე ჩანს, როგორი შეშინებული და სასოწარკვეთილია მოზარდი და მანიაკისგან თავდაცვას ცდილობს.

1-1680178173.jpg
რეგინას უკანასკნელი ფოტო

როდესაც მისი ცხედარი იპოვეს, ზუსტად ეს კაბა ეცვა და თავად დამნაშავემაც დაადასტურა, რომ ეს ფოტო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღო... მკვლელი ამით არ გაჩერებულა. გოგონას მამას დაურეკა, პირდაპირ უთხრა, რომ მისი შვილი მოკლა, ტელეფონში ტირილი მოისმინა და შემდეგ დაკიდა ყურმილი...

სერიული მკვლელის დაკავება მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეძლეს. ოფიციალურად, მას ბრალი 3 ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს გატაცებისთვის წაუყენეს, თუმცა მისი მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. მის სახლში უამრავი ადამიანის ფოტო იპოვეს. როგორც ჩანს, ის მსხვერპლს ჯერ ფოტოს უღებდა და შემდეგ კლავდა. მაგრამ, მათი უმეტესობის ამოცნობა და ცხედრების პოვნა ვერ მოახერხეს.

როდი ახლაც ციხეშია. სასჯელს ილინოისის შტატის ციხეში იხდის.