წელს აღდგომას მართლმადიდებლური ეკლესია 16 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, ორშაბათი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე.
შესაბამისად, მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად უქმე დღეების დროს საბავშვო ბაღებიც ისვენებს, შესაბამისად, დასვენების თარიღები ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებსაც ეხებათ.