თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას გადასცემს. ამის შესახებ მერიაში განგვიცხადეს. ნობათი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით სასადილოებში გაიცემა.
მერიის ინფორმაციით, 1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი, 8-9-სულიან ოჯახზე - 5, 10-11-სულიან ოჯახზე - 6 სასაჩუქრე პაკეტი, 12-13-სულიან ოჯახზე - 7 სასაჩუქრე პაკეტი, 14-15-სულიან ოჯახზე - 8, ხოლო 16-სულიან ოჯახზე 9 სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა.
იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად განცხადებით შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიას. დამატებითი დეტალები კი შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ: 2 72 22 22
თამარ იაკობაშვილი