მომღერალი მარიკა თხელიძე სამი თვის წინ გახდა მეორე შვილის დედა. მას და "ქართული ოცნების" დეპუტატს აჭარის რეგიონში, გიორგი მანველიძეს, გოგონა გაუჩნდათ, რომელსაც ვივიენი დაარქვეს.
პატარა ვივიენს მარიკა ხშირად უმღერის ქართულ თუ უცხოენოვან სიმღერებს და ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.
ვივიენი ცოტა ხნის წინ მონათლეს მშობლებმა. ნათლობას, რასაკვირველია, მარიკას უფროსი ვაჟიც ესწრებოდა. პირველი ქორწინებიდან მომღერალ სნიკოლოზი ჰყავს, რომელიც უკვე სკოლის მოსწავლეა და გიორგისთან და მარიკასთან ერთად ცხოვრობს.