რუბრიკას წარმოგიდგენთ სასაბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვებს ყურადღება და ფიქრის უნარი უდუნდებათ, როგორც კი შიმშილს იგრძნობენ. ამიტომ, პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ბავშვებმა ყოველ კვებაზე საჭირო რაოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მიიღონ. მათი თქმით, ეს ააჩქარებს ტვინის მუშაობას, აზროვნებას, გაზრდის კონცენტრაციის უნარს და საშუალებას მისცემს ბავშვს, ხანგრძლივი დროით გათავისუფლდეს შიმშილის გრძნობისგან. ზოგიერთი საკვები კი რეგულარულად უნდა ჩართოთ მოსწავლის რაციონში.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე, რომლებიც ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ, რადგან ისინი ხელს უწყობენ მეხსიერების განვითარებას, აზროვნების სისხარტეს და სტრესის მიმართ წინააღმდეგობას. ასეთი პროდუქტების გამოყენება სასარგებლო გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციაზე, ზოგად სიმშვიდეზე, სწავლისადმი განწყობაზე და ინტელექტუალური პროცესების სიჩქარეზე. გარდა ამისა, ხელს უწყობენ სისხლძარღვების სიჯანსაღეს, სისხლის მიმოქცევას და იმუნური სისტემის აქტივობას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გარდა, მონოუჯერი ცხიმების (ზეითუნის ზეთი, კანოლას ზეთი, თხილი/თესლები და ავოკადო) ჭამა ასევე ხელს უწყობს ტვინში სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას.
საუზმე ტვინისთვის
ბევრ მასწავლებელს შეუმჩნევია განსხვავება ბავშვებს შორის, რომლებსაც არ უსაუზმიათ გაკვეთილამდე. მართლაც, ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლამდე დაბალანსებულ საუზმეს მიირთმევენ, უკეთ ითვისებენ ახალ ინფორმაციას და უფრო ხალისიანად ურთიერთობენ თანატოლებთან.
თუ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი შუა გაკვეთილებზე „გადაიწვას“, ნუ გაატანთ ნამცხვრებს, შოკოლადს. ნუ ასაუზმებთ ბევრი თაფლით, მურაბებით, რადგან ისინი მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. მარტივი ნახშირწყლების ენერგია სწრაფად მოინელება და ბავშვი ერთი-ორი საათის შემდეგ ისევ შიმშილს გრძნობს.
სკოლაში გასატანებელი საკვების შერჩევისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ცხიმიანობას. ძეხვი, ლორი და სოსისები გაჯერებული ცხიმის წყაროა, მაგრამ რატომღაც ძეხვეულიანი სენდვიჩები ყველაზე ხშირად დააქვთ ბავშვებს სკოლაში.
მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი საკვები ეხმარება ბავშვს, სწრაფად დაკმაყოფილდეს, მაგრამ ასეთი კვების შემდეგ ბავშვი დუნდება, ძილი ერევა, ყურადღების კონცენტრაცია ეცემა და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მაინც ჭარბი წონის და ორგანიზმში ცხიმის დაგროვების რისკს ქმნის.
დიეტოლოგები გვირჩევენ ამ სტერეოტიპის გადახედვას. სენდვიჩები შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, თუ მშობლები სწორად შეარჩევენ მის ინგრედიენტებს.
სკოლაში გასატანებელი ლანჩი უნდა შეიცავდეს მთლიან მარცვლოვან პროდუქტებს, რომლებიც შიმშილს ხანგრძლივად გააქრობს. გარდა ამისა, ისინი შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა სელენი, კალიუმი და მაგნიუმი.
ლანჩის კარგი ვარიანტია შემწვარი ინდაური, მოხარშული კვერცხი და მთელი მარცვლეულის პური. ეს კომბინაცია დატვირთული დღის შესანიშნავი გაგრძელებაა. ინდაური, ბიოქიმიური შემადგენლობის წყალობით, კონცენტრირებასა და ყურადღებიანობაში დაეხმარება, კვერცხის გულის ჯანსაღი ცხიმი - დამშვიდებასა და ფოკუსირებაში, ხოლო მარცვლეულის პური იძლევა სწავლისთვის ენერგიას მიანიჭებს.
შავი შოკოლადი
ის ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებსაც ფლავანოლებს უწოდებენ. ისინი ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებენ. შოკოლადი ასევე შეიცავს შაქარს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის აუცილებელი დონის უზრუნველსაყოფად, როგორც „საწვავი“. ამავდროულად, მუქ შოკოლადში შემავალი ცხიმი ანელებს სისხლში შაქრის შეწოვას, რაც, პირველ რიგში, ხელს უშლის სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას და მეორეც, იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ეს ეხება მხოლოდ შავ შოკოლადს და არა რძიანს ან თეთრს. კოფეინის მცირე რაოდენობა, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, აძლიერებს ყურადღებას, აუმჯობესებს განწყობას და გამძლეობას.
ავოკადო
მიაჩვიეთ შვილები ავოკადოს ჭამას. ეს ხილი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ტვინის პროდუქტიულობას ზრდის.
თხილი, წითელი თევზი
თუ ავოკადოს პრობლემა გაქვთ, აუცილებლად მიეცით თქვენს შვილს თხილი, ნიგოზი და წითელი თევზი.
ხილი
მოსწავლის რაციონში მინიმუმამდე დაიყვანეთ (ან უკეთესია, გამორიცხოთ) რაფინირებული ნახშირწყლები და რაფინირებული თეთრი შაქარი. ალტერნატივა უნდა იყოს მთლიანი მარცვლეული და გლუკოზის ბუნებრივი წყაროები, როგორიცაა ხილი, თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.
კენკრა, მწვანე ბოსტნეული, ისპანახი
ნუ დაივიწყებთ ხილისა და ბოსტნეულის უზარმაზარ სარგებელს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, როგორიცაა წითელი და ლურჯი კენკრა, ქლიავი, ფორთოხალი, წითელი/მწვანე ყურძენი, ალუბალი, კივი, წითელი გრეიფრუტი, ნიორი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ავოკადო, წითელი წიწაკა და წითელი ხახვი ბავშვის ტვინს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.
სასმელი
დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი საკმარის წყალს სვამს. ერთი ჭიქა წყალი გაღვიძების შემდეგ ისეთივე წესად უნდა იქცეს, როგორც დილი პირის დაბანა და კბილების გახეხვა.
დაიმახსოვრეთ: დეჰიდრატაცია იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას და რაც მთავარია, კონცენტრაციის ნაკლებობას და აზროვნების პროცესების შენელებას. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში საკმარის სითხეს სვამს, სასურველია ეს იყოს წყალი.
ხილის სმუზი ასევე სასარგებლოა, რადგან ანტიოქსიდანტებს შეიცავს, მაგრამ სუფთა წყალს ვერ შეცვლის.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მინიმუმამდე შემცირდეს თეთრი ფქვილის, თეთრი ბრინჯის, თეთრი კარტოფილის, თეთრი შაქრის, ტკბილეულის მოხმარება, დიეტოლოგების აზრით, ისინი იწვევენ სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ რყევას, რაც აუარესებს მეხსიერებას და განწყობას.
ზოგიერთი ექსპერტი გვთავაზობს ნატრიუმის ნიტრიტის შემცველ პროდუქტებზე (მაგალითად,ძეხვეული )მთლიანად უარის თქმას.
და კიდევ ერთი რამ: არ მისცეთ თქვენს შვილს საშუალება, დღის განმავლობაში სკოლაში კანფეტები, ნამცხვრები და გაზიანი სასმელები მიირთვას. ისინი, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ტვინზე.