თბილისში თბილი და უნალექო ამინდი 6 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:
"6 აპრილიდან თბილისში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს. 9 აპრილიდან პერიოდულად კვლავ გამოიდარებს, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა მიმდინარე დღეებში 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა, დაახლოებით, 15-20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი, ტემპერატურა კი 16-21 გრადუსის ფარგლებში იქნება." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათთან ასევე ვიკითხეთ, დაახლოებით, როგორი ამინდია ნავარაუდევი აღდგომას, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
Amindi.ge-ს მონაცემების მიხედვით კი, 16 აპრილს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 20 გრადუსამდე მიაღწევს.
თამარ იაკობაშვილი