ამ ხერხებით დროულად განავითარებთ ბავშვის ნიჭს და გეცოდინებათ, როგორ უნდა შეუწყოთ ხელი შესაძლებლობების გამოვლენას - მშობლები

ამ ხერხებით დროულად განავითარებთ ბავშვის ნიჭს და გეცოდინებათ, როგორ უნდა შეუწყოთ ხელი შესაძლებლობების გამოვლენას

2023-04-07 12:24:42+04:00

შეუძლებელია, ზუსტად დაასახელო წელი, დღე და საათი, როდის იწყებს ნიჭი ბავშვში გაღვიძებაs. ბავშვთა ასაკი ცვალებადია და ის, რასაც ერთი ბავშვი ავლენს ერთი წლის ასაკში, მეორეს შეიძლება გამოავლინოს 3 წლის ასაკში, სხვამ - 5 წლის ასაკში.

თქვენი ბავშვის ნიჭი რომ დროულად აღმოაჩინოთ, პირველივე დღიდან ყურადღებით დააკვირდით მას. თუმცა თუ ერთი წლის ბავშვი კარგად ლაპარაკობს, სწრაფად დარბის და ბევრი სიმღერა იცის, ნუ იჩქარებთ დააკვნათ, რომ ის განსაკუთრებული ნიჭის პატრონია. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას ბავშვის განვითარების მაღალ ტემპს უწოდებენ და მშობლებს ურჩევენ, გააგრძელონ შესაძლებლობების გამოვლინების დაკვირვება - ყურადღებით, მაგრამ გადაჭარბების და ფანატიზმის გარეშე.

თავშეკავება

რაც არ უნდა ამაყობდეთ თქვენი პატარა სასწაულით, მაინც თავშეკავებულად გამოავლინეთ ეს. ბავშვის ნახატებს ყველა კედელზე ნუ გამომფენთ, ყველა სტუმრის წინაშე ნუ შეაყენებთ „სკამზე“, შექება და წახალისება აუცილებელია, მაგრამ ეს ქება-დიდებაშიც არ უნდა გადაიზარდოს, არამედ კომპეტენტურად და ზუსტად უხელმძღვანელეთ მას, რითაც ხელს შეუწყობთ მის შემდგომ განვითარებას.

თუ თქვენი პატარა ზედმეტად აქტიურია და ჩემპიონის თვისებებს ავლენს, მის მაგივრად ნუ გადაწყვეტთ, სპორტის რომელი სახეობით დაკავდეს. დროთა განმავლობაში ის თავად გადაიხრება რომელიმესკენ. მაგრამ თუ თქვენ ცდილობთ დააჩქაროთ ეს პროცესი, მიეცით ხელშემწყობი საგნები: ფეხბურთის ბურთი, ჩოგანი, პატარა თხილამურები და უყურეთ, რომელ საგნებსა და სპორტს „დაუმეგობრდება“ თქვენი შვილი.

თუ ბავშვი ხშირად ხაზავს ფლომასტერებითა და კალმით სხვადასხვა ნივთს, ნუ გაუბრაზდებით. პირიქით, წაახალისეთ მისი ჰობი: იყიდეთ საღებავები, ფლომასტერები, სხვადასხვა ტიპის ფანქრები. ნება მიეცით, აირჩიოს მისთვის უფრო მოსახერხებელი "ინსტრუმენტი" და იმით ხატოს.

თუ ორი წლის ბავშვი განუწყვეტლივ მღერის, განასახიერებს როლებს, იზრუნეთ, რომ მას პუბლიკა ყოველთვის ყავდეს. დაე, კვირაში ერთხელ სახლის კონცერტები მოაწყოს. ალბათ ეს რეპეტიცია იქნება დიდ სცენაზე წარმოდგენისთვის.

ბავშვის ნიჭიერების პირველი ნიშანი ნებისმიერ ასაკში არის ტემპი და ხარისხი, რომლითაც მას შეუძლია სხვადასხვა დავალება შეასრულოს. როდესაც სწრაფად აღიქვამს ინფორმაციას და რაღაცას თანატოლებზე სწრაფად ან უკეთესად აკეთებს, ეს აშკარა ნიჭიერებაა.

ბავშვში ნიჭიერების არსებობის მეორე ნიშანი გახლავთ ის, რომ ძალიან გატაცებულია რაიმე სფეროთი და მიდმივად ახდენს ამის დემონტრირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვს აშკარად უნდა უყვარდეს ის, რაშიც გამორჩეულია.

დეტალური ანალიზი

ყველაზე საშიში, რაც შეიძლება მოსიყვარულე დედამ და მამამ გააკეთონ, ისაა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე წრეებზე შეიყვანონ ან განვითარების სხვადასხვა მეთოდით დატვირთონ. სამი წლის ბავშვი შეიძლება ინგლისურს სწავლობდეს, ხატავდეს, მღეროდეს, ფეხბურთს თამაშობდეს და ფარიკაობდეს კიდეც, მაგრამ - ამავდროულად, დედა კვლავ ხელით აჭმევდეს. ასეთი მიდგომა ზიანს აყენებს თავად ბავშვს, რომლის ნიჭი უნდა განვითარდეს თანმიმდევრულად და ასაკის შესაბამისად.

ბავშვის ნიჭის ამოცნობა საქმის მხოლოდ ნახევარია. მთავარია, მისი სწორად განვითარება. თუ 2-3 წლის ბავშვი თავად არ ავლენს დიდ სურვილს, აუდიტორიის წინაშე გამოვიდეს, ნუ იჩქარებთ მის ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებებში.

ეს იმ შეთხვევაშია დასაშვებია, თუ წინა პლანზე არა მშობლის ამბიციები, არამედ ბავშვის თვალსაჩინო მოთხოვნილებაა ამ აქტივობის მიმართ.

ასევე საჭიროა მწვრთნელი და მენტორი, რათა ბავშვს სწორი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს. ხშირად ნიჭიერი ბავშვები სხვებისგან განსხვავებულად ასრულებენ დავალებებს, რასაც პედაგოგები იშვიათად ეკიდებიან გაგებით. მათმა რეაქციამ შეიძლება დააქვეითოს ბავშვის თვითშეფასება და ნაწილობრივ შეანელოს კიდეც ნიჭის განვითარება. ხოლო როცა მას ვიღაც მიზანმიმართულად უღვივებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, ეს საგრძნობლად წინ წასწევს მას. გარდა ამისა, სწორედ მენტორი დაეხმარება ბავშვს მოტივაციის განვითარებაში!

მხარდაჭერა

იყავით ყურადღებიანი: რაღაც ეტაპზე ბავშვი აჯანყდება და დაიღლება თავისი გატაცებით. შეიძლება უბრალოდ, მობეზრდეს. აქ მნიშვნელოვანია მზად იყოთ, რათა შეძლოთ განასხვავოთ, ეს დროებითი ახირება თუ საბოლოო უარი თავის საყვარელ აქტივობაზე.

მაგრამ ყურადღება ტოტალურ კონტროლში არ უნდა აგვერიოს! ადრეული ასაკიდანვე სასარგებლოა, თუ ბავშვს დამოუკიდებლობის მიაჩვევთ. დაიწყეთ კოვზით, რომელიც ჭამის დროს ორი წლის ასაკში უკვე თავად უნდა ეკაოს ხელში. თანდათან ასწავლეთ თავისი საქმეების დაგეგმვა. ოთხი წლის ასაკიდან შეიძლება პატარას ყოველდღე საკუთარი სამოქმედო გეგმა მისცეთ და მომავალში არასოდეს მოგიწევთ მის მაგივრად რამის კეთება და წვრილმანების მუდმივად შეხსენება.

როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვის ნიჭი სახლის პირობებში?

ეს ალის პოლ ტორანსის „ექვსი წრის“ მეთოდია – ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და წარმოსახვითი აზროვნების დიაგნოსტიკა ბავშვებში. ბავშვს აძლევენ ფურცელს, რომელზეც დახატულია თანაბარი ზომის წრეები (4,5 სმ დიამეტრით) ორ რიგად - თითოეულში სამ-სამი. პატარებს წრეების ლამაზად მოხატვა და გაფერადება უნდა სთხოვოთ, რომ ამ წრეებისგან რაღაც ახალი საგანი დაიხატოს. ბავშვის ნამუშევარი კი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეაფასოთ:

  • პროდუქტიულობა - წრეების რაოდენობა, რომლებიც ბავშვმა მოახერხა სურათებად გადაკეთება;
  • გამოსახულების დამუშავება - გამოსახული ობიექტების დეტალების სისრულე და მრავალფეროვნება;
  • ორიგინალობა - უჩვეულო სურათები;
  • ნახატის შესრულების ხარისხი - აკურატულობა, ფერის შერჩევა და გაფერადების სიზუსტე.

რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო აშკარაა ბავშვის შესაძლებლობები.