მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა. მისმა რჩეულმა, რომელთან ერთადაც ხშირად ჩნდება ბოლო პერიოდში, ბიზნესმენმა ლაშა მოწონელიძემ, მას ხელი სთხოვა.
რუსკა ქარქაშაძე სულ პატარა გოგო იყო, როცა სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" გამოჩნდა, რომლის მორიგ სეზონში მონაწილეობს ამჟამად. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო გამოცდილება პატარა ასაკშივე მიიღო, პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია და ახლა ამ საქმეს ეუფლება.
რუსკას პირად ცხოვრებაშიც სიახლეა. გოგონა რომში იმყოფება საქმროსთან ერთად, სადაც აღნიშნეს დღეს მისი დაბადების დღე და იქვე განუცხადა ქორწინებაზე თანხმობა ლაშას.
როგორც ცოტა ხნის წინ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მას და მის რჩეულს ბევრი აქვთ საერთო, თუმცა ლაშა შოუბიზნესში არ საქმიანობს და ბიზნესის სფეროშია.
თეკლა ჟვანია