სააღდგომო სუფრა პატარებისთვისაც მიმზიდველია. განსაკუთრებით პასკა. თუმცა შეიძლება არ დაფიქრებულხარტ იმ წვრილმანებზე, რაც შესაძლოა ბავშვების კუჭ-ნაწლავისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს.
ბავშვის ფაქიზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის განსაკუთრებით სარისკოა არასწორად შენახული სააღდგომო პასკა.
ნატურალური სააღდგომო პასკის შემადგენლობაში შედის ფქვილი, კარაქი, რძე, კვერცხი, შაქარი, საფუარი, ქიშმიში, დაშაქრული ხილი და დაჭრილი თხილიც შეიძლება იყოს. ეცადეთ, ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც ამ პროდუქტების გარდა არაფერს ზედმეტს არ შეიცავს. ინგრედიენტების ჩამონათვალში არ უნდა შედიოდეს საკვები დანამატები: ფოსფატები, სორბიტოლი, ეთილის სპირტი და პროპილენგლიკოლი.
როცა პროდუქტს მაღაზიაში ყიდულობთ, დამზადების ვადასა და შენახვის პირობებს ეტიკეტზეც წაიკითხავთ. სამაგიეროდ შინ გამომცხვარ პასკებს ოჯახები კვირაობით ინახავენ.
რაც უფრო ნატურალურია ნამცხვრის შემადგენლობა, მით ნაკლებია მისი ვარგისიანობის ვადა. სააღდგომო ნამცხვარი კონსერვანტების გარეშე ჩვეულებრივ 3 დღე ინახება მაცივრის გარეშე, ხოლო მაცივარში - დაახლოებით ერთი კვირა. ამაზე დიდ ხანს პასკის შენახვა რეკომენდებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შიგნით ობის გაჩენოის რისკი იზრდება, მით უმეტეს, თუ მძიმე და ნოტიო პასკები გიზიდავთ.
თუ პასკის დიდი ხნით შენახვა გსურთ, ჯობია საყინულეში შეინახოთ. როცა გალღვება, კვლავ ფუმფულა და არომატული იქნება. გაყინულები პასკა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ინახება. .
პასკისმინანქარი ხშირად კვერცხის ცილისგან მზადდება, რომელიც თერმულად დამუშავებული არ არის. უმი ცილა კი არასასურველია პატარის ჯანმრთელობისთვის.
იმისთვის, რომ კვერცხში არსებული პათოლოგიური მიკროფლორა განეიტრალდეს, ის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. ამიტომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უმ ცილებზე დამზადებული მინანქრით მორთულ პასკას ნუ შესთავაზებთ.
გარდა ამისა, მინანქარში ბევრი შაქარია და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯობია შეზღუდული იყოს შაქრის რაოდენობა. დიეტოლოგები ამბობენ, რომ პატარებში ბევრი ტკბილეული პანკრეასის გაღიზიანებას იწვევს.
ცილოვანი მინანქარი ზოგადად არასასურველია ნებისმიერ ასაკში, ისევე როგორც ზედმეტი შაქარი. სააღდგომო ნამცხვრების გასაფორმებლად უმჯობესია გამოიყენოთ შაქრის პუდრა, გახეხილი თხილი, ქიშმიში, დაშაქრული ხილი. 5 წლის ასაკიდან საქრის მინანქრის გამოყენებაც დასაშვებია.
თუ პასკა მინანქრის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ კვერცხის ცილა რძით ჩაანაცვლოთ.
დაგჭირდებათ: