12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის პასუხებს. ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი.
"კვირის პალიტრის" კითხვებს ადვოკატი ელისო რუხაძე პასუხობს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.
- ოჯახი გამოძიებას ელოდება. არაერთი ექსპერტიზაა საქმეზე დანიშნული, ქიმიური, ბიოლოგიური და მთავარ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. რა იყო სიკვდილის მიზეზი და ის დაზიანებები რაც მოზარდს ჰქონდა არის ადრინდელი, თუ სიკვდილის დროინდელია. ოჯახს და ჩვენ, ადვოკატებს კატეგორიულად გვჯერა, რომ გოგონა იქ ასეთ უდაბურ ადგილას თავისი სურვილით არ მივიდოდა, მას იმ ადგილას შესვლაც კი გაუჭირდებოდა. ან რატომ უნდა შესულიყო, როცა უმოკლესი გზა ჰქონდა სახლამდე მისასვლელად. გვჯერა, რომ სხვა პირის, დამნაშავის მხრიდან მოხდა ძალადობა, იქ ბავშვის შეყვანა და მისი მოგუდვა. საქმე ბურუსითაა მოცული, სავარაუდო მკვლელი შესაძლოა იყოს ჩასაფრებული თითოეულ სიტყვას და ინფორმაციას, თუ რაზე გადის გამოძიება, ამიტომ დეტალებზე ისედაც ვერ ვისაუბრებთ, სანამ კონკრეტული პირი არ გამოიკვეთება. ტერიტორიაზე, სადაც ანა იპოვეს, გარე განათება არ იყო. 4 აპრილამდე იქაურობა მთლიანად იყო გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს.
- სახის არეში ჰქონდა მცირედი ესკორაციები, ფხაჭები და სხეულის სხვა ადგილებშიც ცოტა დაზიანებები აქვს.
- არა, ექსპერტიზა ცხედარს ჩაუტარდა. მოხდა გვამის გაკვეთა და ველოდებით ექსპერტიზას.
- დეიდაშვილი ამბობს, რომ უმნიშვნელო ამბავზე წაკამათდნენ, წაკინკლავდნენ ისინი, ამიტომ დეიდაშვილი უფრო ადრე ამოვიდა სახლში და მას ანიმ უთხრა, რომ ცოტა ხანი დარჩებოდა ეზოში და საქანელაზე იქანავებდა. განათებულ ადგილას მოხდა მათი დაშორება, ხალხი მოძრაობდა, რაიმე სახის სახიფათო გარემოებაში ის დეიდაშვილს არ დაუტოვებია.
- ბავშვმა მიირთვა ერთჯერადი სუპი მშრალად და დააყოლა ენერგეტიკული სასმელი, მაგრამ ეს ხდებოდა ნახევარი საათით ადრე. მას ამის მირთმევის დროს არაფერი არ გადაცდენია. შემდეგ ქანაობდა საქანელაზე, ამიტომ ის ვერსია, რომ გადაცდა საკვები და იყო კვებითი ასფიქსია, არ არის სიმართლე.
- ამ კითხვებს გასცემს პასუხს ექსპერტიზა. ანას დედა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, მან დეტალურად დაათვალიერა თავისი შვილის ცხედარი. ამბობს რომ გოგონა გაუპატიურებული არ იყო. ერთ - ერთი ვერსია არის ოჯახისთვის და ჩვენთვისაც, რომ ეს იყო ხელით მოგუდვა. იმ პირობებში, რა პირობებშიც ნანახია ბავშვი, რომ განვიხილოთ უბედური შემთხვევა, ეს წარმოუდგენელია, ბავშვი იწვა გულაღმა, ნარჩენები ცხვირში და ფილტვში იყო გადატანილი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ბავშვს პირზე ხელი ააფარეს, რა დროსაც დაეწყო გულისრევა, ვერ მოახერხა ნაღებინების ამოღება პირიდან, რადგან ხელი ჰქონდა აფარებული.