მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი იმ რთულ პერიოდზე წერს, რომლის გავლაც მოუწია და რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცოდა. ასევე იმაზე, თუ როგორ დაუდგა გვერდში ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია:
"ეს სამი წელი მქონდა წარმოუდგენელი შიშები ექიმების (ფსიქიატრის გარდა ყველასი), შესაბამისად ვერავინ შეძლო ჩემი ექიმთან მიყვანა… ძალა საერთოდ წამერთვა, 10 ნაბიჯსაც ვეღარ გავდიოდი სახსრების ტკივილის გარეშე, ენით აღუწერელი უიმედობაა, დეპრესია, საშინელი შიშები!!! სრული იზოლირება საზოგადოებისგან! და მოკლედ აღარ გავაგრძელებ...
ხო, დაა რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი, იცით??? იმდენი მოახერხა, რომ დავიწყე კვლევა და მივიღე პასუხები. ფაქტიურად გამოფიტული ვყოფილვარ ყველაფრისგან, რაც ადამიანს სიცოცხლის უნარს აძლევს!! გადამალახინა შიშები ძალით და დაჟინებით გამომაძახებინა ლაბორატორია და დღეს დიდი იმედებით და ღიმილით გავიღვიძე.
კი, ძალიან სამკურნალო ვარ, ფაქტიურად ახალ წლამდე უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება!!! მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან! მიყვარხარ და მართლა მაგარი ადამიანი ხარ, ღირსეული მერწყული... იმედზე კარგი გრძნობა არ არსებობს!!
ახლა ზუსტად გეუბნებით, ცოტაც მაცადეთ და მართლა გავაკეთებ ყველაფერს ლამაზს თქვენთვის. მიყვარხართ".