ირინა შეიკმა უფროსი დის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერების აღტაცება გამოიწვია - რატომ დარჩა პროვინციაში საცხოვრებლად სუპერმოდელის დედმამიშვილი - მშობლები

ირინა შეიკმა უფროსი დის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერების აღტაცება გამოიწვია - რატომ დარჩა პროვინციაში საცხოვრებლად სუპერმოდელის დედმამიშვილი

2023-04-23 22:36:31+04:00

საბჭოური ბავშვობაგამოვლილი და პროვინციაში გაზრდილი გოგონა, დღეს უკვე სუპერმოდელი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მანეკენი ირინა შეიკი პირადზე ხშირად არ საუბრობს. თუმცა არის დღეები, როცა გამოამზეურებს ხოლმე მისთვის ძვირფას ადამიანებს. მაგალითად, სულ ახლახან მისი ერთადერთი დის დაბადების დღე იყო და ირინამ გადაწყვიტა, სოციალურ ქსელშიც მიელოცა მისთვის ეს დღე. ტექსტი მოკლე იყო, უბრალოდ დაბადების დღის მილოცვა, თუმცა მშვენიერი მოდელის ასევე მშვენიერი დის ფოტოებს დიდი ოვაციები მოჰყვა.

20004-4471543771682259758-1682276218.jpeg

ირინას და ტატიანა პეტენკოვა ირინას გავარსკვლავების შემდეგაც დარჩა ჩელიაბინსკის პატარა ქალაქში საცხოვრებლად და თავისი ბიზნესი აქვს - ძაღლებს ამრავლებს და ყიდის. შორს არის ბომონდური ცხოვრებისგან და ირინასთანაც იშვიათად ჩადის, უფრო ირინა სტუმრობს ხოლმე მშობლიურ მხარეს და მაშინ ნახულობს დის ოჯახს. ტატიანა გათხოვილია და სამი შვილი ჰყავს. უფროს გოგონას დის პატივსაცემად ირინა დაარქვა.

ca42b40c5b71b8f633a17df9dc55f33f-cropped-666x666-1682276398.jpg

როგორც ცნობილია, ირინას მამა სათათრეთიდან იყო, დედა - რუსი. მამა მაშინ გარდაიცვალა, როცა ირინა 14 წლის იყო და მუსიკის მასწავლებელ დედას ორმაგად მოუწია მუშაობა, რომ ოჯახი ერჩინა. მალე კი ირინა შენიშნეს სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებმა, დაიწყო მოდელის აღმასვლა და დიდი წარმატებები. თუმცა ყოველთვის აღნიშნავს, რომ არასდროს ავიწყდება წარსული, ახლობელი ადამიანები და თავის ქალიშვილ ლეასაც გადასცემს ამ გამოცდილებას.

de-1200-1682276633.jpg

irina-1682276633.png
ირინა და ტატიანა ადრეულ ახალგაზრდობაში
irina-shayk-gettyimages-1682276633.jpg
ირინა დედასთან ერთად

მე წელიწადში ორჯერ მაძლევდნენ კანფეტებს... ჩემმა შვილმაც უნდა იცოდეს, რომ უშრომლად არაფერი მოდის... - ირინა შეიკის მკაცრი აკრძალვები, რომლებიც შვილს დაუწესა
ძიძაზე თავიდანვე უარი ვთქვი... ჩემს შვილს ვასწავლი, რომ შრომა აუცილებელია - როგორ ზრდის ბავშვს ირინა შეიკი და რას პასუხობს, როცა სამსახურში მიმავალს შვილი ეტირება