ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "შუადღე" განმარტავს, რატომ არ არის სასურველი შიმშილი წონაში დაკლების მიზნით და რა ზიანს აყენებს ეს ჩვენს ორგანიზმს:
- მუდმივი შიმშილი უჯრედის ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. ერთი წინადადებით რომ გითხრათ, უჯრედს აბერებს. ამიტომ, მამაკაცებისთვის მინიმალური კალორაჟი, დაახლოებით, 1800 კალორია, ქალბატონებისთვის კი - 1200-ია. აქედან გამომდინარე, ჩვენი რაციონი ამაზე ნაკლებ კალორიას არ უნდა შეიცავდეს. კარგი იქნება,თუ ღამის ინტერვალს - მინიმუმ 12 საათს, მაქსიმუმ კი 18 საათს დავიცვათ. 12-საათიანი უზმო ინტერვალით დავიწყოთ, შემდეგ გადავიდეთ 13-ზე, 14-ზე, 15-ზე და დავიჭიროთ ის ინტერვალი, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნოა. მოზარდებისთვის 12-14-საათიანი ინტერვალია რეკომენდებული, მეტი არა. თუ შიმშილი სტრესულია და არა სამედიცინო მიზნებისთვის აუცილებელი, მაშინ ის უჯრედს აბერებს. როცა მთელი დღე ვმუშაობთ და მარტო უშაქრო ყავაზე ვართ, ამით ორგანიზმს ვაბერებთ. ყოველდღე რაღაც რომ გვინდა და უარს ვამბობთ, ესეც გვაბერებს. სასურველია, დღეში 3-ჯერ იყოს კვება. თუ თქვენ ეს არ გყოფნით, 2 ხემსი დაუმატეთ. ანუ, 3 ძირითადი კვება იყოს, 2 ხემსი.